EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 5 საუკეთესო ანტივირუსული აპლიკაცია თქვენი Android-ისთვის »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-01-01 14:47:41

5 საუკეთესო ანტივირუსული აპლიკაცია თქვენი Android-ისთვის

Android Antivirus

სმარტფონები იმდენად იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომ ხშირად ინტერნეტაქტივობისთვის პერსონალურ კომპიუტერებს აღარც კი ვიყენებთ. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვის აუცილებლობამ კომპიუტერიდან სმარტფონზე გადაინაცვლა. ჩვენ ტელეფონში ვინახავთ უამრავ პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას, საბანკო მონაცემებს, ონლაინაქტივობების ისტორიას და არაკეთილსინდისიერი პირისთვის სასურველ სხვა დეტალებს, ამიტომ ჩვენი სმარტფონის დაუცველობა, მეტად თუ არა, ისევე სახიფათოა ჩვენთვის, როგორც პერსონალური კომპიუტერის.
 
საინფორმაციო სააგენტო hackread.com-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ 5 საუკეთესო ანტივირუსულ აპლიკაციას Android-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისთვის.
 
360 Security – Antivirus Boost
1. 360 Security – Antivirus Boost ანტივირუსებს შორის პირველ ადგილს იკავებს და მომხმარებლებისგან საუკეთესო შეფასებას იმსახურებს. მას 100 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს, რაც, ფაქტობირვად, მეტყველებს კიდეც მის შესაძლებლობებსა და მომხმარებლების ნდობის ხარისხზე. ანტივირუსის გარდა, აპლიკაცია ანტიმალვეარიც გახლავთ, რაც გაძლევთ საშუალებას, დაასკანეროთ ნებისმიერი ფაილი, რომელიც თქვენი მოწყობილობისთვის გჭირდებათ.
 
 
 
Antivirus And Mobile Security By TrustGo
2. Antivirus And Mobile Security By TrustGo ანდროიდის ანტივირუსებს შორის მეორე ადგილზეა. მას აქვს 10 მილიონიდან 50 მილიონამდე გადმოწერა და თქვენი მოწყობილობის რეალურ დროში დაცვის შესაძლებლობას გაძლევთ.
 
 
 
 
Bitdefender Antivirus Free

3. მესამე ადგილზეა ანტივირუსი Bitdefender Antivirus Free, რომელიც, ასევე, გთავაზობთ მოწყობილობის რეალურ დროში დაცვას და მისი ჩამოტვირთვის რაოდენობაც 10 მილიონიდან 50 მილიონამდეა. აპლიკაცია საფუძვლიანად ასკანერებს და შლის საფრთხეს, რომელიც თქვენს სმარტფონს ემუქრება.

 

 
CM Security

4. მეოთხე ადგილი აპლიკაციამ – CM Security – დაიკავა. უკვე რამდენიმე წელია, რაც, AV-TEST-ის მიხედვით (დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ანტივირუსებსა და უსაფრთხოების სისტემებს ხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს), CM Security ძალიან კარგ შეფასებს იმსახურებს. აპლიკაცია საიმედო და მარტივად გამოსაყენებელია. მისი გადმოწერების რაოდენობაც 10 მილიონიდან 50 მილიონამდეა.

 

 
Malwarebytes Anti-Malware

5. მცირე ზომებიდან გამომდინარე, Malwarebytes Anti-Malware მომხმარებლებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. თუკი თქვენ მოძველებულ მოწყობილობას იყენებთ, მაშინ  Malwarebytes Anti-Malware საუკეთესო არჩევანია. აპლიკაცია, ძირითადად, ანტიჯაშუშურ, ანტიმალვეარ და ანტივირუსულ მიმართულებებზე ფოკუსირდება. მასაც, წინა 3 აპლიკაციის მსგავსად, 10 მილიონიდან 50 მილიონამდე ჩამოტვირთვა აქვს.

 

 

cyber.kvira.ge