EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უკრაინული ბორში სანელებლით! »
კატეგორია: გურმანიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-01-02 15:50:33
ბორშის მომზადება შეგიძლიათ როგორც ღორის ნეკნებით, რბილი ხორცით, ასევე ბარკლებით, მთავარია ბულიონი იყოს ნოყიერი და კარგად გაჯერებული.
ინგრედიენტები
ღორის ხორცი, რბილი - 1 კგ
ჭარხალი - 1 ცალი
სტაფილო 1 ცალი
კომბოსტო - დაჭრილი, 1 პატარა ჯამი
ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
კარტოფილი - 4 ცალი
პომიდორი - 3 ცალი
ტომატპასტა - 2 ს/კ
ნიორი 2-3 კბილი
ხახვი - 1 თავი
ზეთი - მოსახრაკად
დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
კამა - 1 პატარა კონა
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
თავდაპირველად მოხარშეთ ბულიონი. მოათავსეთ ქვაბი 2 ლიტრი წყლით ცეცხლზე და ჩადეთ წინასწარ ცივი წყლით კარგად გარეცხელი ხორცი. ხარშეთ 30-40 წუთი, ბოლოს ჩაუმატეთ 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი და ცოტაოდენი მარილი.
სანამ ხორცი იხარშებეა, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად ჭარხალი და სტაფილო, ჩაყარეთ ბულიონში.
დაჭერით კუბიკებად კარტოფილი, წვრილად კომბოსტო (ბევრი არ გინდათ, 1 პატარა ჯამი საკმარისი იქნება). ასევე დაჭერით ჩხირებად ტკბილი წიწაკა და პომიდორი.
ზეთმოსხმულ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი პომიროდი, თუშეთ ცოტა ხანს, დაუმატეთ 2 ს/კ ტომატპასტა და არაჟანი, გააგრძელეთ თუშვა.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. თან ურიეთ.
ამასობაში ხორციც მოიხარშებოდა და გაცივდებოდა კიდეც. დაჭერით წვრილად, მოაცალეთ შვლები (თუკი აქვს) და ჩააბრუნეთ ბულიონში.
ახლა დაუმატეთ ქვაბში დანარჩენი ინგრედიენტები: კარტოფილი, 10 წუთში კი დაჭრილი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა.
სანამ ბოსტნეული ქვაბში იხარშება, მოამზადეთ საიდუმლო სანელებელი.
საიდუმლო სანელებელი:
დაჭერით ცოტაოდენი კამა, 2-3 კბილი ნიორი და ცოტაოდენი დამარილებული სალა წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი მსხვილი მარილი და დააბლენდერეთ.
ფინალი:
ახლა ყველაზე მთავარი – ბულიონის ქვაბში დაუმატეთ მარილი გემოვნებით, 1 ს/კ შაქარი, შავი და წითელი დაფქული წიწაკა.
ახლა ჩაუმატეთ ტაფაზე მოხრაკული ბოსტნეული და ხარშეთ 15 წუთი.
სულ ბოლოს დაუმატეთ საიდუმლო სანელებელი კამით, ნივრითა და სალით.
გამორთეთ გაზი და გააჩერეთ ბორში თავდახურულ ჭურჭელში 10-15 წუთი.
მიირთვით შავ, ჭვავის პურთან და არაჟანთან ერთად.