EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შხაპის ინოვაციური სისტემა Cirrus Shower, რომელიც 75 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-02 16:00:56

შხაპის ინოვაციური სისტემა Cirrus Shower, რომელიც 75 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარს

Cirrus Shower

Cirrus Shower არის შხაპის ინოვაციური სისტემა, რომელიც რომელიც 75 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარს. ის 13-ჯერ ზრდის წყლის თერმულ თვისებებს და 10-ჯერ დიდ სივრცეს ფარავს გამოფრქვეული წყლის წვეთები. ასევე, გამარაგებთ  გაცილებით სუფთა წყლით. სიახლის შესახებ ინფორმაციას kickstarter-ი ავრცელებს.
 
Cirrus Shower
 
მოწყობილობა, რომელიც შხაპს უმაგრდება, 3 ფენა ფილტრისგან შედგება. ფილტრები შედგება მინერალებისგან და ბუნებრივი ქვებისგან, რომლებიც  წყალს მავნე ნივთიერებებისაგნ ასუფთავებს, ამცირებს ქლორის შემადგენლობას და აბალანსებს pH-ის დონეს წყალში, შესაბამისად, თქვენ ბანაობთ სუფთა ანკარა წყლით.
 
შხაპის თავსაცვამი ანაწევრებს წყლის დიდ წვეთებს პატარა წვეთებად და ორთქლის ეფექტს ქმნის, შესაბამისად, სხეული ბოლომდე იფარება წყლით, ტრადიციული საშხაპისგან განსხვავებით, რომელშიც წყალი დიდი წნევით მოედინება და იკარგება. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობის მეშვეობით თქვენ სახლის პირობებში იტარებთ სპა თერაპიას, რაც აფხიზლებს თქვენს გონებას, აჯანსაღებს სხულს, ამძაფრებს შეგრძნებებს და გადუნებთ.
 
Cirrus Shower
 
მოწყობილობა ამერიკულმა კომპანია Cirrus Aircraft-მა შექმნა. საშხაპის ფასია 763,412 ევრო.