EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ აღნიშნავენ მართლმადიდებლები და კათოლიკეები შობას სხვადასხვა დროს?! »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-02 16:16:13

რატომ აღნიშნავენ მართლმადიდებლები და კათოლიკეები შობას სხვადასხვა დროს?!

Catholics-Orthodox

რატომ აღნიშნავენ მართლ-მადიდებლები  და  კათოლიკეები  შობას  სხვადასხვა  დროს?  ეს  ის  შეკითხვაა,  რომელიც  ხშირად გვესმის. 1582 წელს რომის პაპმა გრიგორიმ გაატარა კალენდარული რეფორმა და რამდენიმე დღით გადაწია კალენდარული დღეები.
 
25 დეკემბერს ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.
 
რატომ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს სხვადასხვა დროს?
ეს XVI საუკუნეში გრიგოლის კალენდრის შემოღებასთან არის დაკავშირებული. მანამდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო. მაგრამ საუკუნეების და წლების განმავლობაში ასეთ კალენდარში ყოველ 128 წელიწადში ერთხელ 1 დღე-ღამე ცდომილება იყო. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტი კალენდრით შეცვალა.
 
მას შემდეგ, იმ მართლმადიდებლურ ქვეყანებში სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, სადაც - არა, 7 იანვარს.  
 
ყოველწლიურად გროვდებოდა ზედმეტი წამები, რომლებმაც მე-20 საუკუნეში ჯამში 13 დღე შეადგინა. ამიტომაც ძველი კალენდარი ახლისაგან, ზუსტად 13 დღით განსხვავდება. კათოლიკური ეკლესია ახალ კალენდარზე გადაიყვანეს, მაგრამ მართლმადიდებლებმა იგი არ მიიღეს. საერო კალენდარი მე-20 საუკუნეში შეიცვალა და დასავლურ საერო-საეკლესიო კალენდარს გაუთანასწორდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა განსხვავება საერო და მართლმადიდებლურ საეკლესიო კალენდრებს შორის.
 
შობა უდიდესი საეკლესიო, სულიერი ღირებულების მქონე დღესასწაულია, ახალი წელი კი საერო დღესასწაულად ითვლება და ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობა.
 
მაცხოვრის შობის დღესასწაულის თარიღი  16 საუკუნეა, რაც 25 დეკემბერს აღინიშნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი განსხვავებულ ღირებულებებზეა ორიენტირებული, თუმცა ქრისტიანულ სამყაროში ამ მხრივ კარგა ხანია ერთსულოვნება არაა. ეკლესიების ნაწილი მას ახალი სტილით, 25 დეკემბერს ზეიმობს.
 
ძველი სტილი ანუ იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და მართლმადიდებლური  ეკლესია მას დღემდე იცავს.
 
საქართველოს ეკლესიაში კალენდრული რეფორმა არ ჩატარებულა?
კალენდრული რეფორმა საქართველოში 1918 წელს ჩატარდა, როდესაც საქართველოს საერო ხელისუფლებამ მოქმედი კალენდარი შეცვალა და გრიგოლის კალენდარი შემოიღო. მაშინ საქართველოს ეკლესიამ ეს შესწორება არ მიიღო და ძველ კალენდარზე დარჩა. ანუ მანამდელი 25 დეკემბერი იქცა სამოქალაქო კალენდრის 7 იანვრად. კალენდრის რიცხვების 13 დღით გადატანა ყველა უძრავ დღესასწაულს შეეხო.
 
მოგვიანებით კალენდრული რეფორმის გატარება საქართველოს ეკლესიამ ორჯერ სცადა და ახალი სტილის კალენდარი ქართულ ეკლესიაში 1923-1925 და 1927-1928 წლებში მოქმედებდა კიდეც, მაგრამ რეფორმა ორჯერვე ჩავარდა. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ახალი სტილის კალენდრის დროებით შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნების განჩინება მიიღო და გადაწყვეტილება მრევლის მოუმზადებლობით და არაინფორმირებულობით ახსნა, რომელიც ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულებას სარწმუმუნოების შელახვად აღიქვამდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუმცა საკითხი დღემდე სადავოა და მასზე დისკუსია პერიოდულად განახლდება ხოლმე.