EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დღეიდან საჯარო მოხელეები პრემიების ნაცვლად, ფულად ჯილდოებს მიიღებენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-02 16:38:43

დღეიდან საჯარო მოხელეები პრემიების ნაცვლად, ფულად ჯილდოებს მიიღებენ

lari

დღეიდან საჯარო მოხელეები პრემიების ნაცვლად, ფულად ჯილდოებს მიიღებენ. “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი სწორედ დღეიდან შევიდა ძალაში. ფულადი ჯილდოს მიღება მოხელეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეეძლება, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.
 
კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.
 
თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საჯარო მოხელეს ერთჯერადად მიეცეს განუსაზღვრელი ოდენობის ფულადი ჯილდო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით.
 
 
 
imedinews.ge