EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-01-08 22:09:03
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოუწევთ.
გადასახადის წლიური განაკვეთი, გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული.
კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
imedinews.ge