EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბავშვის რხევის სინდრომი: არასოდეს შეარხიოთ ბავშვი! »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-01-20 16:49:55

ბავშვის რხევის სინდრომი: არასოდეს შეარხიოთ ბავშვი!

shaken baby syndrome

არის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დასავლეთში ძალიან ცნობილია, საქართველოში კი ნაკლებად. მისი შედეგები შეიძლება იყოს ფატალური. შევეცდებით ამ სტატიაში აგიხნათ, თუ რა არის ეს სინდრომი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი.
 
რა არის ბავშვის შერხევის სინდრომი?
 
ბავშვის შერხევის სინდრომი (shaken baby syndrome) არის, ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ბავშვის ძალადობრივი წინ და უკან შერხევისშედეგად, შეიძლება გამოიწვიოთ ტვინის ტრამვა! ძლიერი რხევისას, ტვინი ეხეთქება ქალის წინა და უკანა ნაწილს, რომელმაც შეიძლება – სისხლის ჩაქცევა, სისხლდენა ან ტვინის უჯრედების სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს. სინდრომი უმეტეს წილად ერთ წლამდე ბავშვებზე ვრცელდება, მაგრამ გამორიცხული არც 4 წლამდე ბავშვებზეა.
 
აშშ-ში ყოველწლიურად 3.000 ბავშვი ზარალდება ბავშვის შერხევით, ამათგან ბავშვების 25% იღუპება, 60% კი ინვალიდად რჩება.
 
რა არის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?
 
როცა ზრდასრული ადამიანი გაბრაზებულია, ან არ არის გაბრაზებული, ხედავს რომ ბავშვი ტირის და ცდილობს ბავშვი გააჩეროს. ასევე, თუკი ბავშვმა რაიმე გააფუჭა და მშობელი ცდილობს მასზე ჯავრი იყაროს. ამ შემთხვევებში ბავშვს ძალიან არხევს ძალადობრივი გზით.
 
აშშ-ს შტატში, კოლორადოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოტენციური “დამნაშავეები” რომლებიც ბავშვის შერხევის სინდრომით ტვინის დაზიანებებით იწვევენ, არიან:
 
ბიოლოგიური მამა (37%)
დედის მეგობარი კაცი (20,5%)
ძიძა (17,3%)
და ბოლოს, დედა (12,6%)
 
იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეოში სინდრომის გამომწვევი მიზეზები:
 
 
სიმპტომები, რომლებიც პატარას შერხევისას შეიძლება გამოვლინდეს:
 
ეპილეფსიის შეტევა,
შემცირებული ენერგიულობა,
გადაჭარდებებული ნერვიულობა,
გრძნობების დაკარგვა,
მხედველობის დაკარგვა,
კანის ფერის გაუფერულება ან გალურჯება,
მადის დაკარგვა,
გულისრევა,
სიკვდილი.
თუკი ბავშვი გადარჩება, შეიძლება სამომავლოდ გამოუვლინდეს შემდეგი პრობლემები:
 
მხედველობის პრობლემა ან დაბრმავება,
სმენის პრობლემა,
მეტყველების პრობლემა,
ყელისა და ხერხემლის პრობლემა,
სწავლის პრობლემები,
ქცევის პრობლემები,
განვითარების პრობლემები ან გონებრივი ჩამორჩენილობა,
ეპილეფსია.
სინდრომის გაგება შესაძლებელია ტვინის ვიზუალური გამოსახულებით (MRI, CT scan), თავის რენდგენოგრაფიით და თვალების გამოკვლევით. მკურნალობა დამოკიდებულია სინდრომის სახეობაზე და თითოეულ შემთხვევაში ექმი ცდილობს აღმოფხვრას სინდრომით გამოწვეული პრობლემა.
 
რა უნდა ქნან მშობლებმა, რომ თავი აარიდონ სინდრომის გამოწვევას?
 
მნიშვნელოვანია, რომ მშობლები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და გარშემო საზოგადოებასაც ასწავლონ, როგორ დაიჭირონ ბავშვი. მშობლები ვალდებულნი არიან იცოდნენ, რომ იკრძალება ბავშვის ჰაერში აგდება და ასე თამაში, ასევე მათი რხევა!
 
ასევე მნიშვნელოვანია იცოდნენ მათი აგრესის და დაღლილობის მართვა. ბავშვის ტირილი შეიძლება გამოიწვიოს შიმშილმა, ან ჭუჭყიანმა საფენმა, სიცხემ, დაღლილობამ, უძილობამ, და ა.შ. შერხევისნაცვლად (მათ ეს რეალურად არ აჩერებთ) მიეცით მას მატყუარა, ან გაასეირნეთ, ან ჩაეხუტეთ, დაჯექით მარტო ვიდრე არ დაწყნარდება, მოეფერეთ, დაელაპარაკეთ, ჩაურთეთ კლასიკური მუსიკა და დამშვიდდება.
 
დღეს, ადამიანები გამუდმებით მუშაობენ და ყოველდღიური პრობლემები არის სტრესის გამომწვევი მიზეზი. ახალგაზრდა წყვილს მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მათ უნდა სცადონ, ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავი ისე დააღწიონ, რომ საკუთარ ბავშვზე არ „იყარონ ჯავრი“.
 
სპეციალისტები, მშობლებს ურჩევენ, საკუთარი სტრესისგან გათავისუფლების სხვა ფორმები მოძებნონდა არასოდეს “გადაიტანონ” ის პატარაზე.