EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ჩასწვდით საკუთარი სულის საიდუმლოს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-01-20 16:55:10

ჩასწვდით საკუთარი სულის საიდუმლოს

ჩასწვდით საკუთარი სულის საიდუმლოს

რა დააფიქსირეთ ნახატზე ერთი შეხედვით - ფრთები, გოგონა თუ თავის ქალა?
 
ფრთები
თქვენ „თავისუფალი სული“ ბრძანდებით. გამოთქმა „ისე იცხოვრე დღეს, თითქოს ხვალე არ არსებობს“ თქვენზე ზედგამოჭრილია! თავგადასავლები გიყვართ! პოზიტიური ენერგიით ხართ გადავსებული. ძალიან სპონტანური და აქტიური ბრძანდებით, მაგრამ რაც არ გაინტერესებთ, იმაზე დროს არ ხარჯავთ. არ გიყვართ წესები და შეზღუდვები. თავს კარგად გრძნობთ წინ და ცენტრში, სადაც საკუთარი ტალანტების ჩვენება შეგეძლებათ.
 
 
გოგონა
თქვენ „ცნობისმოყვარე მხატვარი“ ბრძანდებით. ოპტიმისტი ხართ და სამყაროს ოდნავ გვერდიდან აკვირდებით. საკუთარი პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით ექსპერიმენტების ჩატარება გიყვართ. დიდი ინტელექტი და დაკვირვებული თვალი გაქვთ. არ გიყვართ ორპირი ადამიანები, მათი ნამდვილი ზრახვების დანახვა მარტივად შეგიძლიათ. წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის ცოტა დელიკატურობა დაგჭირდებათ.
 
 
თავის ქალა
თქვენ „თბილი მოაზროვნე“ ბრძანდებით. წყნარი ადამიანი, სხვების მიმართ დიდი თანაგრძნობითა და ზრუნვით სავსე. როცა ვინმეს ეხმარებით, თავს ბედნიერად გრძნობთ. არ გიყვართ ხულიგნები, რომლებიც სუსტებს ჩაგრავენ. არ გიყვართ ვინმეს დაცინვა. თქვენ შეგიძლიათ, სამყარო უფრო კეთილი და გულუხვი გახადოთ.
 
skull