EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

zviad

sofia

anano

ეკაkuna

wiwevichi





« ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-20 17:00:41

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
 
ვერძი
ვერძს თავისი ბიზნესისთვის ორი წარმატებული წელი ელოდება. სატურნი თქვენს ნიშანში ორი წელი დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება მთლიანად საკუთარ პერსონაზე გექნებათ მიმართული. 2018-2019 წლებში წარმატებას ძალიან მიუახლოვდებით და ასმაგად დაიბრუნებთ იმას, რასაც დღეს დახარჯავთ. მზად იყავით კარიერულ კიბეზე ასასვლელად, თუმცა ამის გამო თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ცოტათი დაზარალდება.
 
 
მშვილდოსანი
სატურნი თქვენს მეორე სახლში ახლახან შევიდა. სატურნი თავისი სამართლიანობით არის ცნობილი და ამიტომ აუცილებლად მიიღებთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შესაბამის შემოსავალს. დამატებითი შემოსავლის წყაროც გაგიჩნდებათ. წელს უფრო პრაქტიკულად მიუდექით ფულს და ნუ შეგეშინდებათ ისეთ საქმეში დაბანდება, რომელიც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. რესურსების ეფექტურად გამოყენებას ისწავლით და ყველაფერი იმდენად კარგად გამოგივათ, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდებით.
 
 
თევზები
სატურნმა ახლახან დატოვა თქვენი დიდების მე-10 სახლი და ის დიდი ძალისხმევა, რაც კარიერაში რეპუტაციის შექმნას მოანდომეთ, ახლა აგინაზღაურდებათ. წლის დასაწყისი ცოტა შენელებული მოგეჩვენებათ, მაგრამ, დაახლოებით, აპრილიდან მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდება. შეჩერდით თქვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე და ნუ იფიქრებთ წვრილმანებზე. გაჰყევით თქვენს ოცნებას და იყავით ის, ვინც გსურთ, რომ იყოთ.
 
 
tayni-mirozdaniya.ru