EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოსტეოქონდროზი - ინტერვიუ მანუალურ თერაპევტთან გიორგი სიხარულიშვილთან »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2018-01-20 17:36:39
ოსტეოქონდროზს ცივილიზაციის დაავადებას უწოდებენ. იგი ძვალსახსროვანი სისტემის დარღვევებიდან ძალიან აქტუალურია. მთელ მსოფლიოში ყველა ასაკის მილიონობით ადამიანს აწუხებს. როგორც მანუალური თერაპევტი გიორგი სიხარულიშვილი აღნიშნავს, ოსტეოქონდროზის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი გახშირებული სქოლიოზია. გიორგი ექიმი საზოგადოებას სწორედ ხერხემლის პრობლემებსა და მათი მკურნალობის იმ ალტერნატიულ მეთოდზე ესაუბრება, რომლითაც უკვე მრავალი წელია, საოცარი წარმატებით მკურნალობს.
– წელისა და ზურგის ტკივილს შეიძლება ვუწოდოთ ცივილიზაციის დაავადება. პირველ რიგში, ცივილიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა გამოიწვია ცხოვრების უმოძრაო სტილი და წონის მატება, რაც კავშირშია წელისა და ზურგის ტკივილთან. ამიტომ სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ეს ტკივილები წარმოადგენენ სხვადასხვა დაავადებების გამოხატულების ნიშნებს. ამათგან ყველაზე ხშირია ოსტეოქონდროზი, რომელსაც მოსახლეობა მარილებს უწოდებს. ასევე, გახშირებულია დისკოპათია, დისკის გამოვარდნა, ანუ თიაქარი.
– რა ცვლილებები მიმდინარეობს ხერხემალში ამ დროს?
– ოსტეოქონდროზის ძირითადი ნიშანი წელისა და ზურგის არეში გამოხატული ტკივილია, ამის მიზეზი ხერხემლის დისტროფიკული ცვლილებებია, რასაც თან სდევს დისკების დეფორმაცია, დადაბლება, გაფაშრება – ეს არის მალთაშუა დისკების დეგენერაცია. დაავადების განვითარებას თან სდევს სხვადასხვა არასასურველი ცვლილება. ხდება დისკის ნაწილობრივ ან სრული გამოვარდნა. ხერხემალი თანდათანობით ირყევა, პათოლოგიურ პროცესში ჩაერთვება მალები, იოგები, კუნთები და ზურგის ტვინის ფესვები. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ოსტეოქონდროზის სიმპტომებს, ძირითადად კი, ტკივილს.
– წელისა და ზურგის ტკივილების გარდა, დაავადება კიდევ რა სიმპტომებით გამოვლინდება?
– წელისა და ზურგის ტკივილის გარდა, პაციენტებს ხშირად აწუხებთ ტკივილი, დაბუჟება და მგრძნობელობის დაკარგვა ზედა და ქვედა კიდურებში. ტკივილი ხშირად ძალიან შემაწუხებელია და იწვევს მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას, აადამიანებს უჭირთ რუტინული მოძრაობები, ზოგჯერ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებენ. ტკივილი ხშირად იღებს ქრონიკულ ხასიათს. ასევე ხერხემლის ველის ოსტეოქონდროზი მოქმედებს სმენაზე, იწვევს მხედველობის გაუარესებას. თავის ტკივილებს, გულის დაავადებათა იმიტაციას, კოორდინაციის მოშლას. ხშირად მოდიან ჩემთან ავადმყოფები, ჰგონიათ, რომ აქვთ სტენოკარდიული შეტევა, ამ დროს გული სრულიად ჯანმრთელია. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსტეოქონდროზი ამწვავებს სხვა დაავადებებს.
– როგორია დაავადების მძიმე ფორმა?
– დაავადების შორს წასული ფორმაა მძიმე ხარისხის ოსთეოართროზები, რომელთა მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია და ამ დროს, პაციენტები, ფაქტობრივად, საოპერაციონი არიან. ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს მკურნალობის უკიდურეს ფორმას. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში კი ადამიანი განწირულია ინვალიდობისთვის.
– ყველაზე მეტად რა ტიპის ოსტეოქონდროზია გავრცელებული?
– უფრო მეტად გავრცელებულია წელისა და კისრის ოსტეოქონდროზი.
– დიაგნოსტიკა რა მეთოდით ხორციელდება?
– დიაგნოსტიკური მეთოდებიდან დღესდღეობით ყველაზე ეფექტური კომპიუტერული ტომოგრაფიაა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დიაგნოზი დროულად და ზუსტად იქნას დასმული, ადრეულ ეტაპზეც კი. მეთოდის ინფორმაციულობა ბევრად აღემატება ჩვეულებრივ რენტენოლოგიურ გაკვლევას, რადგან ხდება ადამიანის ე.წ. შრეობრივი გამოკვლევა, რომლის დროსაც მკაფიოდ ჩანს ისეთი ნატიფი დეტალები და პათოლოგიური ცვლილებები (სულ მცირე ზომის მარილები, მათგან ნერვებზე გამოწვეული ზეწოლა, ასევე, მცირე ზომის გამოვარდნილი მალთაშუა დისკები და ა.შ.), რომელთა ვიზულიზაცია რენტგენოლოგიური კლვლევით შეუძლებელია. კომპიუტერული ტომოგრაფია მნიშვნელოვანია, ასევე, წელისა და ზურგის ტკივილის სხვა შესაძლო მიზეზების, მაგალითად, სიმსივნური დაავადებების, ტრავმული დაზიანებებისა და ა.შ. დასადგენად და გამოსარიცხად. შეიძლება ტკივილი გამოწვეული იყოს სიმსივნისგან.
– მკურნალობის შესახებ რას გვეტყვით?
– დაავადების მკურნალობისთვის ბევრი საშუალება არსებობს. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გაკეთდება მასაჟი. ხშირ შემთხვევაში კეთდება ძლიერი მასაჟი, რომელიც პირიქით, ართულებს ოსტეოქონდროზს, ასევე, დისკოზებს. ჩემთან მრავალი ადამიანი მოდის მასაჟით დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, გაკეთდეს სწორი მასაჟი, ამაში ვგულისხმობ მსუბუქ მასაჟს. რიგ შემთხვევებში, მსუბუქი მასაჟის გაკეთებაც არ შეიძლება. მაგალითად, თუ ადამიანს მასაჟი არ სიამოვნებს, მე მას ვკრძალავ, რადგან, ამ შემთხვევაში, ის უკუშედეგს გამოიწვევს.
– მკურნალობა მხოლოდ მასაჟით ხორციელდება?
– სამკურნალო კომპლექსის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია მასაჟი და ნატურალური მალამოები. ჩვენ შორს წავედით და მივმართეთ სხვადასხვა ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ მალამოებს, რომლებიც ძალიან ეფექტურად მოქმედებენ და მას ალტერნატივა არ აქვს. მალამოს ახასიათებს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო, დაზიანებული ხრტილის რეგენერაციის თვისებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხშირ შემთხვევაში, ამგვარ მკუნალობას ექვემდებარებიან საოპერაციოდ განწირული ადამიანები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის, თუ დაავადება რა სტადიაშია, თუმცა, ალბათობა და იმედი მაინც არსებობს, რომ ადამიანი გამოვიდეს რთული მდგომარეობიდან.
– ამ მალამოს თქვენ თვითონ ამზადებთ?
– დიახ. მალამო ფიტოთერაპიულია. როდესაც მივხვდი, რომ ხრტილების აღდგენისა და ანთების ჩასაცხრობად მხოლოდ მასაჟი საკმარისი არ იყო, ძველი სამედიცინო სამკურნალო წიგნებიდან და კარაბადინებიდან დავიწყე რეცეპტების მოძიება. მათი თანამედროვე ლიტერატურასთან შეჯერების შემდეგ, დავამზადე მალამო, რომლის ეფექტურობამ თავდაპირველად მე თვითონაც განმაცვიფრა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საოპერაციო პაციენტებიც კი განიკურნენ ამ მალამოს გამოყენების შედეგად.
– ბატონო გიორგი, იქნებ სქოლიოზზეც გავამახვილოთ ყურადღება. ხერხემლის ეს პათოლოგია ხომ ბავშვობაში ყალიბდება?
– სქოლიოზი აქტუალური პრობლემა და საგანგაშო მოვლენაა, რადგან იგი, 10–დან, თითქმის, 7–8 ბავშვს აღენიშნება. დედებმა ამ პრობლემას ყურადღება ჩვილობიდანვე უნდა მიაქციონ. ზოგჯერ დედებს ჩვილი ბავშვები მხოლოდ ერთ მხარეს უჭირავთ და ისე აწოვებენ ძუძუს. ამ დროს ბავშვი მოხრილია. ასევე, გაუმართლებელია პატარების კალთაში ჩასმა, ამ დროს ბავშვი იხრება და ხერხემლის დეფორმაცია ყალიბდება. ბავშვების ჯდომის მანერას ბაღსა და სკოლაში, სამწუხაროდ, ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა. არ შეიძლება მძიმე ჩანთების ტარება და მოხრილი სიარული. ბიჭების დამახასიატებელი ძველბიჭური სიარული, მოხრილი დგომა და სხვა იწვევს ხერხემლის გამრუდებას, რის შემდეგაც არაერთი პათოლოგია ყალიბდება და საყრდენ–მამოძრავებელი სისტემა დეფორმაციას განიცდის. ბავშვის ჯდომის მანერას, ბაღსა და სკოლაში რიგ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცევა, ისინი ხშირად მძიმე ჩანთებს ატარებენ. მოხრილები დადიან. მოხრილი დგომა დღეს ეს ყველაფერი იწვევს ხერხემლის გამრუდებას.