EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კლიმატის ცვლილება არქტიკაში იმდენად მკაცრია, რომ იცვლება წყლის ქიმიური შემადგენლობა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Nisa
თარიღი: 2018-01-20 18:11:16
პლანეტის კლიმატი უკიდურესად კომპლექსურია და მეცნიერები ჯერ კიდევ პოულობენ გათბობის შედეგად დედამიწაზე მიმდინარე პროცესების ეფექტებსა და შედეგებს. ამის მაგალითია კიდევ ერთი ახალი კვლევა, რომელმაც ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის წყლების ქიმიურ შემადგენლობაში დრამატული ცვლილებები აღმოაჩინა.
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შუაგულის სიახლოვეს მომუშავე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, დრამატულადაა გაზრდილი რადიუმ-228-ის დონე, რადგან ყინულის დნობასთან ერთად, წყალში ერევა უფრო მეტი დანალექი.
„დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური გაფრთხილება კაცობრიობას დედამიწის ბედთან დაკავშირებით
მსგავსი: „დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური გაფრთხილება კაცობრიობას...
ეს ყველაფერი არა მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ რამდენად ღრმა და რთული ეფექტები აქვს გლობალურ დათბობას, არამედ ნათელს ხდის იმასაც, რომ შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს ზღვის ცხოვრებასა და არქტიკის კვების ჯაჭვზე. აღნიშნული დასკვნა მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დადო.
„ჩვენი ვარაუდით, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილება საკვებ ნივთიერებებში, ნახშირბადსა და მეტალის ბალანსში, რაც გავლენას ახდენს ბიოლოგიურ პროდუქტიულობაზე და არქტიკის ზედაპირული წყლების კომპლექსურობაზე“, — წერენ მკვლევრები.
რადიუმ-228 უკვე დიდი ხანია გამოიყენება იმის გასარკვევად, თუ რა ოდენობის ხმელეთი და დანალექები ჩაედინება ზღვაში — ეს არის ბუნებრივი იზოტოპი, რომელიც წყალში იშლება და შესაბამისად, მეცნიერებს ადვილად შეუძლიათ მისი კვალის გამოვლენა. ამ კვლევისთვის, 2015 წელს, ორთვიანი ექსპედიციის ფარგლებში, ოკეანის ნიმუშები 69 სხვადასხვა ადგილზე აიღეს.
ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო - გლობალური დათბობის წყალობით, კონტინენტი გეოლოგიურ წარსულში ბრუნდება
მსგავსი: ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო - გლობალური დათბობის წყალობით, კონტინენტი...
როდესაც შედეგები 2007 წელს ჩატარებულ კვლევას შეადარეს, გაირკვა, რომ რადიუმ-228-ის დონე გაორმაგებული იყო.
საინტერესოა, რა მოხდა? ამის გარკვევის მცდელობისას, მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ ტრანსარქტიკულ დინებას რუსეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მნიშვნელოვანი ოდენობის წყალი და ყინული მიჰქონდა, დინება სრულდებოდა იმ ადგილას, სადაც შეიმჩნეოდა რადიუმის გაზრდილი დონე.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ ციმბირის არქტიკული შელფის დანალექები რუსეთიდან ჩრილოეთის ყინულოვანი ოკეანის შუაგულისკენ მიედინება.
მეცნიერთა აზრით, რუსეთის სანაპირო ზოლში ზღვის ყინულის საფარის შემცირებამ განაპირობა ტალღათა დიდი აქტივობა, რადგან ღია წყლის ზონების ზრდასთან ერთად, ქარები წყალს თავისუფლად დღვებს. შედეგად, ზღვის ფსკერიდან ამოინთხევა უფრო მეტი დანალექი, მათ შორის რადიუმი და სხვა ქიმიური ნაერთები.
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
დამატებითი საკვები ნივთიერებები, ნახშირბადი და სხვა ქიმიური ნივთიერებები ამავე მექანიზმით უნდა გამოიყოფოდეს, რაც შემდეგ განაპირობებს დამატებით საკვებს პლანქტონისთვის კვების ჯაჭვის ფსკერზე. მეცნიერთა თქმით, ყოველივე ამას შეუძლია შეცვალოს მთლიანი ეკოსისტემა.
პროცესში ჩართულ სხვა ფაქტორებს შორის ასევე შეიძლება იყოს ტალღების ზედმეტი აქტივობა, რასაც სანაპირო ეროზიის შედეგად ოკეანეში უფრო მეტი დანალექის ჩატანა შეუძლია. ტემპერატურის ზრდა შლის მრავალწლოვანი მზრალობის საფარს და იწვევს მიწისქვეშა წყლების საკმაოდ დიდ დინებებს.
შედეგად ვიღებთ ქიმიურ ნივთიერებათა სრულიად ახალ ნარევს ზღვაში.
ამ მიზეზით, მეცნიერები ამ არეალის უფრო მეტი კვლევისაკენ მოუწოდებენ მთელი მსოფლიოს საზღვაო გეოქიმიკოსებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არქტიკის ამ ნაწილში რადიუმის დონე უკვე დიდი ხანია, რაც გაზომილია და შესაბამისად, კვლევებს შორის არსებული ხანმოკლე ნაპრალები მეცნიერებს დიდ დახმარებას გაუწევს.
მანამ, სანამ ხელთ არ გვექნება უკეთესი მონაცემები, დარწმუნებით არ გვეცოდინება თუ როგორ იცვლება მსოფლიოს ეს ნაწილი ან რა შეიძლება გაკეთდეს მის შედეგებთან საბრძოლველად.
„არქტიკის ზედაპირულ წყლებში შესული შელფების მონიტორინგი სასიცოცხლოა, რათა გავარკვიოთ, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ქიმიაზე, ბიოლოგიასა და ეკონომიკურ რესურსებზე“, — ასკვნიან მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია advances.sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
1tv.ge