EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლობიოს სუპი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2018-01-22 16:09:24
მარტივად მოსამზადებელი ლობიოს სუპის რეცეპტი!
მომზადება:
მოხარშეთ 300 გრ ლობიო, დაუამტეთ 1 ც სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 2 ც საშუალო ზომის კარტოფილი.
2 ს.კ ზეთში მოშუშეთ 2 თავი ხახვი, 1 ც ბულგარული პილპილი, 1 ს.კ ტომატი და შეურიეთ სუპს. დაუმატეთ
მარილი გემოვენებით და 100 გრ ყველანაირი მწვანილი. ლობიო შეიძლება იყოს მწვანე ან წითელი.
წითელი ლობიოს სუპი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300 გრ. წითელი ლობიო, 50 გრ. ზეთი, 100 გრ. ხახვი, 150 გრ. ნიგოზი, 2-2 ძირი ოხრახუში და კამა, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი:
წითელი ლობიო დაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დაალბეთ. 1 საათის შემდეგ წყალი გადაწურეთ, დაასხით ზედ ცხელი წყალი და დადგით ცეცხლზე მოსახარშად.
როცა ლობიო კარგად მოიხარშება, წვენი გადაწურეთ, ლობიო სახეხში გაატარეთ და ისევ თავის წვენში აურიეთ, ჩაამატეთ მოშუშული დაჭრილი ხახვი, წიწაკა, დანაყილი ნიგოზი და მარილი.
ამის შემდეგ ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი, მერე მიუმატეთ დაკეპილი ოხრახუში და კამა.
თუ გნებავთ 2 სუფრის კოვზი ძმრით, ან მოხარშული ტყემლით.
სხვანაირად
საჭირო მასალა: 175 გ ლობიო, 1 ცალი პატარა ტკბილი წიწაკა, 100 გ ნიახური, 100 გ სტაფილო, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. ცხარე წიწაკა, 1 თავი ხახვი, 20 მლ ზეთი, 100-150 გ წითელი პამიდორი, 1 კონა ოხრახუში, 100 გ პური.
მოზადება: ლობიო რამდენიმე საათით ცივ წყალში დავალბოთ, შემდეგ გადავღვაროთ, დავასხათ 1,5-2 ლ წყალი და 1,5-2 საათის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ლობიო მზად იქნება, როდესაც კარგად დარბილდება. წიწაკა დავჭრათ პატარა კუბებად, ასევე დავჭრათ ნიახური და სტაფილო, მოვათავსოთ
წვნიანში, დავუმატოთ ცხარე წიწაკა და ვხარშოთ 20 წუთი. დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვი. ბლენდერში გავთქვიფოთ წვნიანის ბოსტნეულისა და ლობიოს ნახევარი მოშუშულ ხახვსა და ბულიონთან ერთად და ჩავაბრუნოთ წვნიანში. დავუმატოთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი, 2-3 წუთი ვადუღოთ და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. სუპს მიირთმევენ გახუხულ პურთან ერთად.
სხვანაირად
საჭირო მასალა: 5 ცალი პომიდორი, 400გ მოხარშული წითელი ლობიო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 3 ს.კ. პომიდვრის პასტა, 1 კონა ოხრახუში, 3-4 ს.კ. ზეთი, წიწაკა და მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ხახვი, სტაფილო და ნიორი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პომიდორი, პომიდვრის პასტა და 200გ ლობიო. 10 წუთის შემდეგ დავჭყლიტოთ ან ავთქვიფოთ ბლენდერის საშუალებით, დავამატოთ 0,5ლ წყალი, 200გ ლობიო, მარილი, წიწაკა და წამოვადუღოთ. სუფრასთან მიტანისას