EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 400 ლარად ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უკვე 946 სოფელშია შესაძლებელი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-22 19:11:58

400 ლარად ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უკვე 946 სოფელშია შესაძლებელი

gas

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა საქართველოს უმეტეს რაიონებში უკვე შესაძლებელია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებული სოფლების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას მხოლოდ 400 ლარს გადაიხდის,  კიდევ 73 დასახლებული პუნქტი დაემატა. ამჟამად, ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 946 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი.  

დღეიდან 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეეძლებათ შემდეგი სოფლების მაცხოვრებლებსაც: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ანაკლია; განმუხური; კახათი; კორცხელი; ოდიში; ჩხოუში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლები: ხუნწი; ვედიდკარი; დიდიჭყონი.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: გაუწყინარი; გუგუნაყათი; თხმელარი; მარანი; მარანჭალა; ნორიო; პირველი მაისი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო ნატანები; კვაჭლათი; ლიხაური; ჭანიეთი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ჯვარცმა; გოგოლესუბანი; ზემო ფარცხმა; შუა ფარცხმა; ნაბეღლავი; ახალშენი.  

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები გრიგოლეთი; მაჩხვარეთი .ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: კვაცხუთი; სორი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასახლება შაოჰესი;  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სულორი; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვემო ყარაბუხი; განახლება. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი საწულუკიძეო; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მაღლაკი.

ბათუმის მუნიციპალიტეტის სოფლები - შავლიძეები; ინჯალო;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვარშალომიძეები; ჩელტა; ნამანდრევი; ახალსოფელი; განთიადი; ფერია; შარაბიძეები; წინსვლა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: თელათგორი; გუდალეთი; ეზატი; მირიანი; ქვემო ხანდაკი; ხიდისყური.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები აბისი; აბისისთავი; ბერძენაული; ბრეძა; მოხისი; საციხური. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბიჯნისი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვერხვის მინდორი; ზემო ბოლქვი; ზემო ნაშოვარი; არეშფერანი; ბაღდათი; გუჯარეთი; ნინიგორი; ონანაური; ქევხიანი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზოტიკიანთკარი; შალიკიანთკარი;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არდისუბანი; თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელი თავასა.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების არეალის ფარგლებში დარჩენილია მხოლოდ 47 დასახლებული პუნქტი, სადაც მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.  საჯარო სხდომაზე კომისიამ  შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ აღნიშნულ 47 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების დასრულების ვადების უმოკლეს დროში წარმოდგენა დაავალა.

„გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში  გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. დასახლებული პუნქტების სრული ჩამონათვალი განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org