EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლობიო მექსიკურად »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2018-01-22 19:31:49
ლობიოს მოყვარულებს დღევანდელი რეცეპტი განსაკუთრებით გაახარებთ.
დაგვჭირდება:
0,5 კგ ლობიო (თეთრი ან წითელი)
1 ქილა სიმინდი
3-4 კბილი ნიორი
1-2 თავი ხახვი
1 ქილა კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში
პატარ კონა ოხრახუში
0,5 ჩ.კ. ქონდარი
0,5 ჩ.კ. ძირა
1 ცალი ცხარე წიწაკა
მარილი
1 ლიმონი
ლობიო გავრეცხოთ და მოვხარშოთ. გადავწუროთ წყალი. ცალკე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, სუნელები, კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ეს ყველაფერი ლობიოს. იქვე დავუმატოთ პომიდორი. კარგად მოვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვხარშოთ რამოდენიმე წუთი და დავუმატოთ სიმინდი. კიდე კარგად ამოვურიოთ, დავუმატოთ მარილი გემოვნებით და გამოვრთოთ ქურა.