EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა რუსეთთან შესაძლო ომის საფრთხეზე ისაუბრა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-01-28 14:33:39
რუსეთი დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ცივი ომის შემდეგ და შეიძლება ლონდონის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება იმაზე ადრე დაიწყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამაზე დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ნიკოლას კარტერმა ისაუბრა.
„რუსეთს შეუძლია დაიწყოს სამხედრო მოქმედება იმაზე ადრე, ვიდრე წარმოდგვიდგენია, იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ წამოვიწყებდით იგივე ვითარებაში“, - თქვა მან თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
ლექციის მსვლელობისას კარტერმა ბრიტანეთის მთავრობას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
თავის სიტყვაში გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ახლანდელი ვითარება 1912 წელს შეადარა, როცა „რუსეთის მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ სჯობდა ომი მაშინვე დაეწყოთ, ვიდრე დალოდებოდნენ, როდის დასუსტდებოდა რუსეთი და ჩამორჩებოდა განვითარებაში მოდერნიზებულ გერმანიას“.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებების გამოცნობა შეუძლებელია და რომ ახლა რუსები ცდილობენ NATO-ში განხეთქილება შეიტანონ. ყველაზე მეტად ნიკოლას კარტერს რუსეთის დავცდაცვაში შორი დისტანციის ბალისტუკური რაკეტების 12-ჯერ გაზრდილი რაოდენობა აშფოთებს.