EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩასანიშნი: რამდენ ხანს უნდა იხარშოს სხვადასხვა ბურღულეული »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-01-31 10:44:38

ჩასანიშნი: რამდენ ხანს უნდა იხარშოს სხვადასხვა ბურღულეული

რამდენ ხანს უნდა იხარშოს სხვადასხვა ბურღულეული

იმისათვის, რომ ფაფა იდეალური გამოვიდეს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენ ხანს უნდა იხარშოს თითოეული ბურღულეული! 
ხარშვის დროზე დამოკიდებულია ფაფის კონსისტენცია და მისი სარგებლიანობის შენარჩუნება. ასეთი ელემენტარული დეტალები აუცილებელია შევახსენოთ ყველაზე გამოცდილ დიასახლისებსაც კი. ზოგიერთ ბურღულს ხომ საკმაოდ იშვიათად ვამზადებთ, ამიტომაც გაგახსენებთ, რა როგორ მზადდება:
 
1. ბრინჯი იხარშება 15-20 წუთი. წყალი უნდა იყოს 2-ჯერ მეტი, ვიდრე ბრინჯია. უნდა ხარშოთ პატარა ჭურჭელში და დაბალ ცეცხლზე. აუცილებელია ასევე, სწორად ჩაალბოთ ბრინჯი იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. 
 
2. ხორბალი იხარშება 25-35 წუთი. ხორბალი მოხარშვამდე უნდა გარეცხოთ თბილ წყალში და ხარშოთ დაბალ ცეცხლზე.
 
3. წიწიბურა იხარშება 20-25 წუთი. ერთ ჭიქა წიწიბურას უნდა დაასხათ 2,5 ჭიქა წყალი. წიწიბურა იხარშება დაბალ ცეცლზე, მორევის გარეშე.
 
4. "პერლოვკა" იხარშება 40 წუთი-1,5 საათი. ეს ბურღულეული ბევრ წყალსა და არც ისე დიდ ჭურჭელში იხარშება. მომზადებამდე "პერლოვკა" აუცილებლად უნდა ჩაალბოთ ცხელ წყალში, მინიმუმ, 5 საათი.
 
5. მანანის ფაფა 15 წუთს იხარშება. რამდენიმე წუთი მიაქვს წყლის ან რძის ადუღებას. პროპორციები კი შემდეგი უნდა იყოს: 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული 200 მლ სითხეზე.
 
6. შვრიის ბურღული ჯერ 4 საათი უნდა ჩაალბოთ ადუღებულ წყალში, შემდეგ კი 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღოთ. დაუფქვავი შვრია 2 საათი იხარშება.
 
7. შვრიის ფანტელი კი 3 დან 5 წუთამდე დაბალ ცეცხლზე იხარშება.
 
8. ბულგური 15-20 წუთს თავდახურულ ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე იხარშება.
 
9. მწვანე და წითელი მუხუდო 30-35 წუთი იხარშება, ყავისფერი კი 20 წუთში უკვე მზად არის.
 
10. სიმინდის ფქვილს 30 წუთი სჭირდება მოხარშვა. უმჯობესია, ის მარილიან ან შაქრიან წყალში მოიხარშოს. ღერღილი კი 35-40 წუთს იხარშება.