EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სალათი ცეზარი - ძალიან გემრიელია »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2018-01-31 12:05:44
უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სალათ ‘ცეზარს’ სახელი მისი გამომგონებლის, ცეზარ კარდინის, საპატივცემულოდ დაერქვა. სალათი 1924 წელს, მექსიკაში მოიგონეს და მის პირველ ვარიაციაში მხოლოდ სალათის ფოთლები, სუხარი, ყველი პარმეზანი და სპეციალური სოუსი იქნა გამოყენებული. თუმცა, გემოს მრავალფეროვნებისთვის მას ხშირად უმატებენ ქათმის ხორცს ან მოხარშულ კვერცხს.
ანჩოუსის პასტა ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია ცეზარის სოუსის, თუმცა მის გარეშეც გემრიელი გამოგვივა.
სალათის ფურცლები სამი სახის გამოვიყენე, გირჩევთ თქვენც მაქსიმალურად ბევრი სახეობა შეურიოთ, რათა გემო გააუმჯობესოთ.
პური – კარგი იქნება თუ ბაგეტს გამოიყენებთ.
ზოგიერთ რეცეპტში მაიონეზიც სახლში მომზადებული გამოიყენება, თუმცა შეგიძლიათ კარგი ხარისხის, ნაყიდი მაიონეზითაც მოამზადოთ.
კლასიკურ ვარიანტში პარმეზანი გამოიყენება, თუმცა შესაძლებელია სხვა ყველითაც შევცვალოთ.
1.სოუსის მოსამზადებლად ერთმანეთ შეურიეთ მაიონეზი, ვორჩესტერის სოუსი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ანჩოუსის პასტა (თუ იშოვით), ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით, 3 კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში გამოყენებამდე.
2.ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა და გაცხელებულ ტაფაზე 1 ს.კ. ზეთთან ერთად შეწვით, ორივე მხრიდან დაბრაწეთ. შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით სასურველ ზომებად.
3.კრუტონების მოსამზადებლად პური დაჭერით 1 სმ. სიგრძის კუბიკებად, საცხობ ფორმაზე გაანაწილეთ და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთით.
4.3 ს.კ. ზეთს დაამატეთ დარჩენილი 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და მოასხით კრუტონებს, ხელით აურიეთ, რომ ყველაზე განაწილდეს. კვლავ შედგით ღუმელში 5-10 წუთით.
5.გარეცხილი და გამშრალებული სალათის ფურცლები ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, დაუმატეთ დაჭრილი ფილე, კრუტონები, გახეხილი ყველი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ.
2
ინგრედიენტები:
ქათმის ფილი - 200 გ
სალათის ფურცლები - 20 ც.
პომიდორი ჩერი - 5 ც.
თეთრი პური - 200 გ
მაგარი ყველი - 50 გ
ნიორი - 2 კბილი
მცენარეული ზეთი - 4 ს.კ.
მაიონეზი
მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. სალათის ფურცლები ჩადეთ ცივ წყალში 1 საათით იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს და გახდეს ხრაშუნა.
2. თეთრ პურს მოაშორეთ ქერქი და დაჭერით დაახლოებით 1 სმ ნაჭრებად, შემდეგ დააწყეთ ტაფაზე და გააშრეთ არც ისე ცხელ ღუმელში.
3. ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და დადეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. როგორც კი ნიორი გამუქდება, გადაიღეთ ტაფიდან და ზეთიან ტაფაზე დადეთ თეთრი პურისაგან დამზადებული ორცხობილა. შებრაწეთ ოქროსფრად და შემდეგ გადაიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
4. ქათმის ფილეს დააყარეთ მარილი და შეწვით მზადყოფნამდე, შემდეგ გააციეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად.
5. სალათის ფურცლები ხელით დაგლიჯეთ, ყველი დაჭერით თხელ ფირფიტებად. პომიდორი ჩერი გაჭერით ოთხ ნაწილად.
6. სასალათეში გადაიღეთ ყველა ინგრედიენტი, ოდნავ შეანჯღრიეთ, კარგად რომ აირიოს ერთმანეთში, და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან. მაიონეზი მიიტანეთ ცალკე, რათა თითოეულმა თავად შეძლოს დაამატოს გემოვნებით.