EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-02-01 13:35:45
ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, გურიაში. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა,
ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი _ კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვე აღმოჩენილ იქნა ძველი მარანიც.
ხსენებული ქვის საფეხურები ცხადყოფს, რომ მათი საშუალებით ,,მკვიდრნი და მცველნი ამა ციხისანნი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას მოწმობს საინტერესო ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურა-სახელოსნოები, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მხარეს საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიული წარმოება ჰქონია.
უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია.
ასკანის ციხე მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის, ნასოფლარ ციხისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბენტონიტური თიხა მოიპოვება.
ივანე როსტომაშვილის ცნობით ციხე IV სუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. ლეგენდის თანახმად, მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ. მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს. V-VII საუკუნეებს განეკუთვნება ასკანის ციხის ბაზილიკა.
1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1819 წელს ციხის აღებას ცდილობდა აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი. ის ოსმალთა რაზმით თავს დაესხა სოფელს და რამდენიმე მცხოვრები გაიტაცა. მათ დაედევნა მამია გურიელი. გურულების რაზმმა გზა მოუჭრა ოსმალებს, ბრძოლაში მოკლეს აღა და 34 კაცი და 90-მდე კი დაატყვევა, მათ შორის აჰმედ ბეგის ბიძაშვილი, ორ მოხელე 75 ჯარისკაცი 12 მედროშე, გატაცებულები კი სახლებში დააბრუნა.
1828 წელს ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.
ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აღწევს. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შესასვლელის მარცხნივ არის ღრმა ჭა, წიდან ჩასასვლელი იყო გვირაბში, რომელიც ჩადიოდა მდინარე ბახვისწყალზე. ამჟამად ჭა ქვა-ღორღითაა ამოვსებული. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა-ქვევრია, მათ შორის ერთი წყლის სათვალავად წოდებული, ასევე 3 მეტრი სიგანის სანადიმო ქვაფორე. მაღალ კლედზე აგებულია ციხის სასახლე. სასახლის გვერდით იდგა ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა თლილი ქვით ნაგებ ბაზილიკას.
ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც. სასახლისა და ბაზილიკის ლამაზად თლილი ქვებიმოსახლეობამ სახლებისა და ბუხრების მშენებლობაში გამოიყენა. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.