EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯიჯლაყა (ამარანტი) - საკვები რომელსაც ვეღარ ვამჩნევთ და აღარ ვიყენებთ »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-01 13:48:02
ჩვენი ბებიები ამ მცენარისგან უგემრიელეს ფხალს ამზადებდნენ, კვებავდნენ შინაურ ფრინველებსა და ცხოველებს, დღეს კი ისე ჩავუვლით გვერდს, რომ არც კი ვიცით რა ძალის პატრონია ის…
გაეროს სასურსათო კომისიამ ამ მცენარეს 21-ე საუკუნის პროდუქტი უწოდა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა.
Amaranthus — ბერძნულად უმჭკნარ, მარადმოყვავილეს ნიშნავს და ძველი ბერძნები მას უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები და სამკურნალო პროდუქტი იყო ძველი ინკებისა და მაიას ტომისათვის. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, ისიც რომ შვეციის დედოფალმა ქრისტიანამ 1653 წელს „ამარანტის კავალერთა ორდენი“ დააარსა. ითვლება რომ ევროპამ იგი მეთექვსმეტე საუკუნეში იხილა. რაც შეეხება საქართველოს, მაყაშვილის ლექსიკონის თანახმად, Amaranthus — ჯიჯლაყა გახლავთ (щирица, амарант, бархатник; მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. — თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961) და უხვად არის მოფენილი საქართველოს მთა-ველებზე.
და მაინც რით არის ეს მცენარე უნიკალური?
მსოფლიოს ბიოლოგებმა მას “საუკუნის აღმოჩენა“, “აწმყოსა და მომავლის კულტურა“ უწოდეს. აღმოჩნდა, რომ იგი 2-2,5 ჯერ მეტ ნახშირორჟანგს ითვისებს, ვიდრე ამავე ტიპის სხვა მცენარეები (სიმინდი, შაქრის ჭარხალი და ა.შ.) გარდა ამისა ჯიჯლაყაში პროტეინების მხოლოდ მაღალი შემცველობა კი არ არის (ბევრად მეტი ვიდრე თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართოდ წარმოებულ კანის საცხებსა და შამპუნებში) არამედ ყველაზე დაბალანსებული ამინომჟავების შემცველობა. ამასთან ჯიჯლაყას ცილის 100 გრ. — 6,2 გრ. ლიზინს შეიცავს — შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც ჩვენი გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და არც ერთი სხვა მცენარე არ შეიცავს ამ რაოდენობით. ხოლო სხვა შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით — თეოლინი, ფენილალანინი, თიროზინი, ტრიპტოფანი, ჯიჯლაყის ცილის სტრუქტურა ქალის რძეს უტოლდება.
და ეს ყველაფერი არ არის — ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მცენარის ზეთში შემავალი ნივთიერება — სკვალენი გახლავთ.
პირველად სკვალენი 1906 წელს აღმოაჩინეს. იაპონელმა დოქტორმა მიცუმარო ცუჯიმოტომ ზვიგენის ღვიძლიდან გამოყო ექსტრაქტი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო როგორც „სკვალენი“ (ლათ.squalus-ზვიგენი). ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სკვალენი ბუნებრივი გაუჯერებელი ნახშირწყალბადია.
1931 წელს ნობელიანტმა დოქტორ კლაურმა დაამტკიცა, რომ ამ შემადგენლობას წყალბადის 12 ატომი აკლია სტაბილური მდგომარეობისათვის და ამიტომ ეს გაუჯერებელი ნახშირწყალბადი იტაცებს ამ ატომებს მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი წყაროდან. ვინაიდან ორგანიზმში ჟანგბადის ყველაზე გავრცელებულ წყაროს წყალი წარმოადგენს, სკვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში, ანთავისუფლებს ჟანგბადს და ხდება ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება.
ზვიგენებს სკვალენი იმისთვის ჭირდებათ რომ დიდ სიღრმეზე ცურვა შეძლონ და მკაცრი ჰიპოქსიის (ჟანგბადის დაბალი შემცველობა) პირობებში გადარჩნენ, ადამიანებისათვის, კი სკვალენი აუცილებელი ანტიკანცეროგენული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშუალებაა. ამასთან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არა მარტო ორგანიზმის დაბერებას, არამედ ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას.
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი სკვალენი აახალგაზრდავებს უჯრედებს, აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა რამდენიმეჯერ ზრდის ადამიანის იმუნიტეტს.
სულ რამდენიმე წლის წინ, სკვალენის ერთადერთი წყარო ზვიგენის ღვიძლი გახლდათ, რაც ამ პროდუქტს ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურს და ძვირადღირებულს ხდიდა. პრობლემა იმაშიც იყო რომ ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების შემცველობა მხოლოდ 1-1.5%-ია. (აქვე მინდა შეგახსენოთ 90-იანი წლების თბლისში ცნობილი “ანტისიმსივნური” პრეპარატი “კატრექსი”, რომლის მთავარი კომპონენტი სწორედ ზვიგენის — კატრანის ღვიძლის ექსტრაქტი გახლდათ.)
რაოდენ დიდი იყო მეცნიერთა აღტაცება, როცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ სწორედ ჯიჯილაყა აღმოჩნდა ის მცენარე რომლის ზეთშიც სკვალენის რაოდენობამ — 8-10%, რამდენჯერმე გადააჭარბა ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის სასოფლო სამეურნეო კულტურად წარმოება მეზობელ სახელმწიფოებში უკვე კარგა ხანია დაიწყეს და ფართოდ არის დანერგილი როგორც მეცხოველეობაში — პირუტყვის გამოსაკვებად, ასევე ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში.
იმედი მაქვს ეს მცენარე, რომელიც ველურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება საქართველოს მინდორ-ველებზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი სასოფლო სამეურნეო კულტურად წარმოებისათვის საქართველოში უდაოდ ხელსაყრელი ბიოლოგიური პირობებია (წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოყვანაც კი შეიძლება), ფერმერთა მხრიდან მეტ ყურადღებას დაიმსახურებს.