EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შაქარი კიბოს უჯრედების ზრდას ახალისებს და სიმსივნეს უფრო აგრესიულს ხდის »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: demna

თარიღი: 2018-02-01 17:27:42

შაქარი კიბოს უჯრედების ზრდას ახალისებს და სიმსივნეს უფრო აგრესიულს ხდის

How cancer spreads

შაქრის აქტიური მოხმარება არა მარტო წელის გარშემოწერილობის ზრდას იწვევს, არამედ უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზეც, რის შედეგადაც ირღვევა შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება. ასეთი დასკვნა გაკეთდა მამაკაცების ჯგუფზე დაკვირვების შედეგად. ისინი ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში მოიხმარდნენ 225 გრ შაქარს.
 
ექსპერიმენტის დასაწყისსა და დასასრულში ექიმები აფასებდნენ მამაკაცების ქვედა კიდურების სისხლით მომარაგების მაჩვენებელს. აღმოჩნდა, რომ შაქრის შედეგად, ფეხებში სისხლის მოდინება 17%-ით შემცირდა. სისხლის არასაკმარისი მოდინების გამო ცალსახად ზარალდება გული და ტვინი. მეცნიერების აზრით, თუ ადამიანი ზოგადად სწორად იკვებება, ტკბილი სასმელებისა და პროდუქტების პერიოდული მიღება ზიანის მომატანი არ არის.
 
შაქარი კიბოს უჯრედების ზრდას ახალისებს და სიმსივნეს უფრო აგრესიულს ხდის. კიბოს უჯრედები სწრაფად შლიან შაქარს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ლაქტატი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ ასტიმულირებს ახალწარმონაქმნის ზრდას. კიბოს უჯრედებში დაშლა გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ჯანსაღ უჯრედებში.
 
How cancer spreads
 
ეს მეტაბოლური ანომალია ცნობილია, როგორც ვარბურგის ეფექტი. კიბოს უჯრედების მიერ შაქრის ჰიპერაქტიური მოხმარება კიბოს განვითარებისა და ზრდის სტიმულაციის ჩაკეტილ წრეს ქმნის. მეცნიერები შეეცადნენ ამით აეხსნათ ვარბურგის ეფექტსა და ცალკეული სიმსივნის აგრესიულობას შორის კავშირი.
 
ლალი ჩხიკვაძე
 
mkurnali.ge