EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩებში ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით იმოძრავებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-03 18:43:18
თბილისის ქუჩებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამიერიდან, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით იმოძრავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას 96 ერთეული ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა, შესაბამისად უწყება ავტოპარკის განახლებას იწყებს. ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები საქართველოს მთავრობამ იაპონური მხარისგან და კორპორაცია “მიცუბიშისგან” მიიღო.
45 ჰიბრიდული ავტომობილი – თბილისის საპატრულო პოლიციას გადაეცა, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
როგორც ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით, ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტისთვის განკუთვნილი ელექტრომობილების სწორედ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გადაეცა საპატრულო პოლიციას.
გიორგი გახარიამ სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში გაიზრდება პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.
“შს სამინისტროში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი. საპატრულო პოლიციის მიერ ახალი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავს.”,- განაცხადა შს მინისტრმა.
იაპონურ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ქვეყნის მოქმედი მთავრობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.