EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დეპუტატ მაკრახიძის ძმა 5 ადამიანის გათავისუფლების ფონზე დასაქმდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-05 18:47:13

დეპუტატ მაკრახიძის ძმა 5 ადამიანის გათავისუფლების ფონზე დასაქმდა
გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი გივი კობახიძეც ადასტურებს. მისი განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა. სააგენტოს დაკომპლექტება კი მობილობის პრინციპით ხორციელდება. მისი ვარაუდით პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება.  
 
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც კობახიძემაც არ უარყო, კეთილმოწყობის სააგენტოში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას გორის მაჟრიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე დაიკავებს. ის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იქნება.
 
აღსანიშნავია, რომ სააგენტოში ასევე მუშაობს გივი კობახიძის ცოლის ძმა ზურაბ მიხანაშვილი.
 
სააგენტოდან გათავისუფლებულები საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, გათავისუფლების ბრძანება მათ ჯერ ოფიციალურად არ მიუღიათ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ჯაბიშვილი, რომელიც კეთილმოწყობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
 
„კობახიძისაგან განსხვავებით მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები კიდეც მმართველი გუნდის მხარდამჭერად. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზებს, შტატის გაუქმება მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში მე იმის გამო გამიშვეს, რომ ბადრი ნანეტაშვილი ჩემი ბიძაა, რომელიც არის  საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „შენების მოძრაობა“, - განაცხადა ჯაბიშვილმა.
 
 
 
radiomosaic.ge