EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ელექტრომობილები, რომელთა გაყიდვაც 2018 წელს დაიწყება »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-02-06 21:38:17

ელექტრომობილები, რომელთა გაყიდვაც 2018 წელს დაიწყება

2018 წელს ჩვენ მომავალს კიდევ უფრო დავუხლოვდით. მომავალს - სადაც ჰიბრიდები და ელექტრომობილები სულ უფრო მყარად იკიდებენ ფეხს, მომავალს - სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ ავტომობილებში მძღოლი ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩება.

 
 
2018 წელს მწარმოებლები ავტომოყვარულებს ელექტრომობილების სფეროში არაერთ სიახლეს შესთავაზებენ. ახალი კონცეპტუალური მოდელების წარმოდგენასთან ერთად, გაყიდვაში უახლესი სერიული ავტომობილებიც გამოჩნდება.
 
Tesla Model 3
Tesla Model 3
 
 
მიუხედავად იმისა, რომ ორ ათასამდე Tesla Model 3-ი მყიდველს უკვე გადაეცა, ოფიციალურად საერთაშორისო ბაზარზე ეს ავტომობილი ხელმისაწვდომი 2018 წელს გახდება. ეს მხოლოდ მარჯვენა საჭიან მოდელებს ეხება. ბრიტანელებს, ავსტრალიელებს და მარცხენა საჭიანი ავტომობილების მომხმარებელ სხვა ქვეყნებს კი სანუკვარი Tesla Model 3-ის ლოდინი კიდევ დაახლოებით 3 წელი მოუწევთ.
 
 
მოდიფიკაციიდან გამომდინარე, Tesla Model 3-ი რომლის სასტარტო ღირებულებაც საბაზო კონფიგურაციაში 35 ათასი აშშ დოლარიდან იწყება, 97 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებისთვის 5,1-5,6 წმ-ს საჭიროებს. შედარებით მაღალი მაჩვენებლების მიღწევა ჯერ-ჯერობით ელექტროძრავების სიმძლავრიდან გამომდინარე შეუძლებელია. სვლის მარაგი 355-500 კმ-ის ფარგლებში ვარირებს. საგულისხმოა რომ, Tesla Model S-ის და Tesla Model X-სგან განსხვავებით, Model 3-ის მფლობელებს აკუმულატორის სწრაფი დამუხტვის Supercharger სადგურების მოხმარება ფასიანი იქნება.
 
Jaguar I-Pace
 
Jaguar I-Pace
 
 
გეგმის მიხედვით უახლესი I-Pace გაყიდვაში 2018 წელს გამოჩნდება. კომპაქტურ ქროსოვერს, რომელიც გაბარიტებით BMW X3-სდა Audi Q5-ს არ აღემატება, ყველა თვალი წამყვანი ექნება. ელექტრული ძალური დანადგარის სიმძლავრე 400 ცხ.ძ-ს აღწევს. 100 კმ/სთ-იანი ნიშნულის მიღწევისთვის, ალუმინის ძარიან I-Pace-ს მხოლოდ 4 წმ სჭირდება და აკუმულატორების ერთი დამუხტვით 500 კმ-ს გადის.
 
Mercedes-Benz EQ
 
Mercedes-Benz EQ
 
აქამდე ნიშნულს EQ-ი მხოლოდ ექსპერიმენტული და კონცეპტუალური მოდელები ატარებდნენ. თუმცა უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ამ აღნიშნვას გერმანული ავტომწარმოებლის პირველი სერიული ელექტრომობილი მოირგებს. სპეციალისტების აზრით, ვიზუალურად მანქანა კონცეპტუალური ქროსოვერის Generation EQ-ის გამარტივებული ვარიანტი იქნება. ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ამ Mercedes-ს Jaguar I-Pace-თან და Tesla Model X-თან მოუწევს კონკურენცია.
 
 
ოფიციალურად განცხადებული მახასიათებლებით თუ ვიმსჯელებთ, EQ-ი Jaguar I-Pace-ის ანალოგიურია. მასაც 400 ცხ.ძ-ის სიმძლავრის ძრავა და 500 კმ-იანი სვლის მარაგი ექნება. ორი ელექტრომოტორი (თითო თვითოეულ ღერძზე) ქროსოვერს 100 კმ/სთ-მდე 5 წმ-ში ააჩქარებს.
 
Audi E-Tron Quattro
 
Audi E-Tron Quattro
 
უალოეს 2-3 წელიწადში კომპანია Audi-ი ბაზარზე ელექტრომობილების ცალკეული სამოდელო რიგის წარმოდგენას აპირებს. ფლაგმანის როლს ახალ მიმართულებაში ჯერ კიდევ  2015 წელს წარმოდგენილი პროტოტიპის სერიული ვერსია - ქროსოვერი E-Tron-ი შეასრულებს. საგულისხმოა, რომ Audi-სთვის ეს პირველი ელექტრომობილი იქნება.
 
 
E-Tron-ს არც ისე ურიგო მახასიათებლები აქვს. ორი ელექტრომოტორი ჯამურ 510 ცხ.ძ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის ავტომობილს 4,6 წმ სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს. სვლის მარაგი აკუმულატორების ერთი დამუხტვით 500 კმ-ია.
 
Faraday Future FF 91
 
Faraday Future FF 91
 
ტექნიკური და იურიდიული პრობლემების მიუხედავად, 2014 წელს სტარტაპის ფარგლებში დაარსებული ამერიკული კომპანია Faraday Future-ი საკუთარი პროდუქტის სრულყოფას განაგრძობს. ელექტროქროსოვერი FF 91-ი ამ კომპანიისთვს პირველი სერიული ავტომობილი გახდება. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ბაზარზე გამოჩენამდე FF 91-ი მის პირდაპირ კონკურენტს - Tesla Model X-ს უკვე ჯაბნის. 100 კმ/სთ-იანი ნიშნულის მიღწევისთვის მას მხოლოდ 2,39 წმ სჭირდება. აღნიშნული მახასიათებელი პროტოტიპების გამოცდისას არაერთხელ დადასტურდა.
 
 
 
gulf.ge