EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რატომ არჩია ერაყმა რუსული Т-90С ამერიკულ M1A1M-ს? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-02-08 15:16:03
მაშ ასე, შარშან ზაფხულში ცნობილი გახდა რომ, ერაყის არმია რუსეთისგან 1 მილიარდი დოლარის საფასურად 73 ცალ Т-90С-ის ტიპის ტანკს ყიდულობდა. ამის შესახებ რუსულ მასმედიაში ინფორმაცია 2017 წლის ივლისის ბოლოს გავრცელდა.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
В Кремле подтвердили продажу Т-90 Ираку
სავარაუდოდ ერაყისთვის განკუთვნილი 90-ების დატვირთვა სატვირთო ხომალდზე
მანამდე ერაყის არმია ამერიკული წარმოების M1A1M-ებს იყენებდა. რა გახდა ამერიკული სატანკო პარკიდან რუსულ სატანკო პარკზე გადასვლის მიზეზი? რუსებს თუ დავუჯერებთ, მათმა ტანკმა სირიაში თავი საუკეთესოდ გაოიჩინა და ამ მიზეზით ხდება ამერიკული ტანკების ჩანაცვლება.
Т-90С
თუმცა მოიცათ, მიზეზი უფრო ღრმადაა დამარხული, და აი რაშია საქმე:
M1A1M
როგორც ერაყული გაზეთი Al Ghad Press, 2018 წლის 28 იანვრის სტატიაში იუწყება, 2017 წლის ბოლოდან ამრიკულმა კომპანიამ, General Dynamics-მა, ბაღდადში, აეროპორტ Al Matan-ზე, მდებარე ტექნიკურ ბაზაზე ერაყული არმიის M1A1M Abrams-ის ტიპის ტანკების პროგრამული და სერვისული მომსახურების მიწოდება შეწყვიტა. ეს კომპანიის მიერ, ერაყის მხრიდან ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების დარღვევის საპასუხო რეაქცია იყო. დარღვევა კიდევ ერაყული მხარის მიერ როგორც მინიმუმ ორი ცალი M1A1M Abrams-ის ტიპის ტანკის პროირანული შიიტური პოლიციისთვის, კერძოდ კი "Khashd al-Shaabi"-სთვის (ეროვნული სამობილიზაციო ძალები), გადაცემაში გამოიხატა. ცნობილია რომ, General Dynamics-მა მანამდე არაერთხელ გააფრთხილა ერაყული ხელისუფლება ერაყული არმიის გარდა სხვა ძალებზე ამ ტანკების გადაცემის მიუღებლობის შესახებ.
2017 წლის ბოლოს, აეროპორტ Al Matan-ზე მდებარე General Dynamics-ის ტექნიკური ბაზის ყველა თანამშრომელი, საშობაო შვებულების მიზეზით, სახლში გაემგზავრა და დღემდე არ დაბრუნებულა. ამერიკული კომპანიის თხოვნით ერაყულმა მთავრობამ "Khashd al-Shaabi"-ს რიგებიდან ერთი ცალი ტანკი უკან გამოიწვია და პირობა მისცა რომ თებერვლის დასაწყისისთვის მეორესაც წამოიყვანდა. მანამდე ამერიკული მხარე ბაზაზე რაიმე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს.
General Dynamics-ი ასევე იმუქრებოდა რომ "სრულიად გავიდოდა ერაყიდან", თუ აღმოჩნდებოდა რომ, ირანს, რომელიც მხარს უჭერს "Khashd al-Shaabi"-ს, წვდომა ჰქონდა M1A1M Abrams-თან ან მოახდინა რომელიმე მისი დეტალის კოპირება.
მანამდე ერაყელი ქურთები გამოთქვამდნენ პროტესტს იმის შესახებ რომ მათ წინააღმდეგ "Khashd al-Shaabi" ტანკ M1A1M და ჯავშანმანქანა HMMWV გამოიყენებდა. შემდეგ მათი განცხადების თანახმად, ქურთებმა მოახერხეს ორი ცალი M1A1M-ის ტიპის ტანკის განადგურება (ერთი ტანკი ტსმრ MILAN-ის გამოყენებით 20 ოქტომბერს იქნა განადგურებული, ხოლო მეორე სავარაუდოდ არმიამ გაიწვია).
გაზეთის თანახმად, "ისლამურ სახელმწიფოსთან" მოსულისთვის გამართულ ბრძოლებში ერაყულმა არმიამ 60 ცალი M1A1M ტიპის ტანკი დაკარგა (დაზიანებული თუ განადგურებული სახით). ეს ტანკები ამჟამად აღდგენას საჭიროებენ, და აეროპორტ Al Matan-ზე General Dynamics სწორედ ამით იყო დაკავებული.
2010-2011 წლებში ამერიკის მარაგებიდან ერაყმა 2,16 მილიარდი დოლარის საფასურად 140 ცალი М1А1M მიიღო. ბრძოლებში განცდილი დანაკარგების შესავსებად 2013 და შემდეგ 2015 წლებში ერაყულმა არმიამ ამერიკის საცავებიდან დამატებით ექვს-ექვსი ტანკი შეიძინა (სულ 152). ამ ტანკებით მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიის ოთხი სატანკო პოლკი აღიჭურვა.
2014 წლის დეკემბერში პენტაგონს ერაყისთვის დამატებით 175 ცალი М1А1 მიყიდვის გადაწყვეტილების შესახებ ეუწყა, მაგრამ ამ კონტრაქტის რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
უკვე 2015 წლის იანვარში, როგორც ჟურნალი «Jane's Defense Weekly» იუწყებოდა, ერაყული არმიის 146 ცალი М1А1М ტიპის ტანკიდან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლებში 28 ცალი იყო დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ერაყის არმიის დანაკარგები ჯავშანტექნიკასა და ვერტმფრენებში).
scout-thedeaddistrict.blogspot.com