EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ილჰამ ალიევი: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერევანი-ჩვენი ისტორიული მიწა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Juloboy
თარიღი: 2018-02-09 13:20:39
„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა იყოს ჩვენი შემდგომი მოღვაწეობის მიმართულება. ჩვენი ისტორიული მიწები არის ერევნის სახანო, ზანგეზური”-განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, პარტია “ენი აზერბაიჯანის” მე-6 ყრილობაზე . ინფორმაციას აზერბაიჯანული პრესა ავრცელებს.
ალიევის თქმით, ამის შესახებ უნდა იცოდეს აზერბაიჯანულმა ახალგზარდობამ და მთელმა მსოფლიომ.
” მე მახარებს, რომ ჩვენი ისტორიული მიწების ისტორიაზე სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იწერება, იღებენ ფილმებს, ეწყობა გამოფენები. შემდგომში ჩვენ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ ამ მიმართულებით და სამუშაოები გავშალოთ მსოფლიოს რეგიონებშიც. იმიტომ, რომ ერევანი- ეს ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელებმა ის უნდა დავიბრუნოთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია და მას ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ”-განაცხადა პრეზიდენტმა.
infopostalioni.com