EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გიხაროდეთ, დღეს სიკეთე არის დასჯადი - პაატა ბურჭულაძე »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Juloboy
თარიღი: 2018-02-09 13:28:01
„ისტორიული დღეა, გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი“, - ამის შესახებ
მსოფლიო ბანმა და ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, უნდა გამოკითხონ ის ადამიანი და ის ფონდი, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული.
კითხვაზე, რამდენად აქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი, პასუხობს:
„იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს. კითხვებს, რომლებიც გვაქვს დავსვამთ და შემდეგ მოგახსენებთ ყველაფერს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც სასამართლოში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.
ghn.ge