EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩანახი - როგორ მოვამზადოთ ჩანახი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-09 17:58:50

ჩანახი - როგორ მოვამზადოთ ჩანახი

ჩანახი

მასალა
 
ცხვრის ხორცი - 1კგ
ცხვრის დუმა -0,2კგ
ბადრიჯანი - 1 კგ (6-7ცალი)
პამიდორი - 1კგ.
კარტოფილი - 0,7-0,8 კგ
ხახვი - 0,2კგ (4-5 თავი)
ნიორი - 1 თავი
მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი - 3-3 ძირი
ხმელი ქინძი
წიწაკა
მარილი
 
მომზადება
 
ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამავე ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი (თავმოჭრილი) ბადრიჯანი; ოთხად, სიგრძივ გაჭრილი კარტოფილი და მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.
 
მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ხმელი ქინძის თესლი. აღნიშნული გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დავარღვიოთ მთლიანობა.
 
ცალკე შევწვათ დაჭრილი ცხვრის ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში ფენა-ფენად, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი და ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 15-20 წუთი ვშუშოთ.
 
და რა თქმა უნდა უმარილო საჭმელი რომ არ გამოგვივიდეს შეწვისას ყველაფერს ცოტა-ცოტა მარილი მოვაყაროთ, რა თქმა უნდა გემოვნების და თვალზომის მიხედვით.
 
ჩანახი სასურველია მომზადეს თიხის ჭურჭელში, თუ არ გვაქვს უდრო დიდი გულით და ბარაქიანი ხელით გავაკეთოთ, რომ გემოთი არანაკლები გამოგვივიდეს.