EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ხელჩაკიდებული დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ოლიმპიადაზე »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-02-11 16:43:07

ხელჩაკიდებული დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ოლიმპიადაზე

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

ინტერნეტი სამხრეთ კორეის კადრებმა მოიცვა, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთად ესწრებიან. სინამდვილეში კი, დაპირისპირებული ლიდერები პაროდისტებმა განასახიერეს და ჟურნალისტები და გულშემატკივრები ძალიან გაახალისეს.
 
ტრამპის ორეული ნამდვილად ამერიკელია, აი, კიმ ჩენ ინი კი ავსტრალიელმა განასახიერა. ორივე პაროდისტი მუსიკოსია.
 
შეამხანაგებული “დონალდი” და “კიმი” სეულის ქუჩებშიც ერთად დასეირნობდნენ და შიგადაშიგ სელფისაც იღებდნენ. ამ უჩვეულო სანახაობას უამრავი ადგილობრივი და ქალაქის სტუმარი ადევნებდა თვალს და სამახსოვრო ფოტოებს იღებდა. 
 
 
მოგვიანებით ჟურნალისტმა მელისა ბლოკმა დაწერა, რომ "ლიდერებს" პიონჩანის ოლიმპიური სტადიონი დაატოვებინეს.