EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფინური ლაპჰუნდი (ფინ. Suomenlapinkoira) — ძაღლის ჯიში »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-02-11 17:12:32
ფინური ლაპჰუნდი (ფინ. Suomenlapinkoira) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ფინეთში XVII საუკუნეში.
ეს ძაღლი ლაპლანდიური მწყემსი ძაღლის შთამომავალია. ჯიში გამოყვანილია ჩრდილოეთის შპიცისმაგვარი ძაღლების და ევროპის სამხრეთ ნაწილის ნაგაზის შეჯვარებით. თავდაპირველად ლაპჰუნდ იყენებდნენ ჩრდილოეთის ირმების სამწყემსად, ახლა ის მწყემსავს ცხვრებს და ძროხებს. სამხრეთ სკანდინავიისა დაკარელიის მთელ ტერიტორიაზე საამების ხალხი ირმების სამწყემსად ძაღლებს იყენებდნენ. როდესაც გაჩნდა აბორიგენების ინტერესი ძაღლების ჯიშების მიმართ, შვედებმა და ფინელებმა განაცხადეს თავისი უფლებები საამის საირმე ნაგაზზე. მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, ოორივე ჯიშმა შვედურმა ლაპჰუნდმა, ანუ ლაპლანდიურმა შპიცმა, და ფინურმა ლაპჰუნდმა, ანუ ლაპინკოირამ — საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. თუმცა, თავისი არსით, ეს ერთი და იგივე ჯიშია.
ფინეთში აქტიური სელექცია უზრუნველყოფს ამ ძაღლის მწყემსის თვისებების შენარჩუნებას, ხოლო სხვა ადგილებში ის კომპანიონის სახით ჰყავთ. ლაპინკოირა ძლიერი აგებულებისაა, აქვს სქელი, ფუმფულა, სითბოიზოლირებადი ორფენა ბალანი. ყურები მოკლეა, სხეული სიგრძეში უფრო დიდია, ვიგრე სიმაღლეში, ზურგი სწორია, აქვს კომპაქტური, ცხვირთან ოდნავ შევიწროებული თავი, მოკლე დრუნჩი, დიდი, მუქი-ყავისფერი თვალები. უკანა ფეხები ძალიან სწორია, წინა თათები სხეულთან შედარებით მოკლე ჩანს, თითებს შორის ბეწვია, წინა თათების უკანა მხარეს ბალანი შესამჩნევად გრძელია, ყურები ორივე მხრიდან ბალნითაა დაფარული, რაც სიცივისგან იცავს, უკანა კიდურებს ფუმფულა ბეწვი ფარავს. ბალნის შეფერილობა მრავალფეროვანია.