EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არის თუ არა კავშირი,თავით ბურთის დარტყმას და ტვინის დაზიანებას შორის? »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-11 20:11:16
უნდა აიკრძალოს თუ არა ფეხბურთში თავით თამაში?
– ფეხბურთს 20 წელი ვთამაშობდი და თავით თამაში მისი განუყოფელი ნაწილი იყო – ჰყვება ალან შირერი. – 260 გოლი გავიტანე პრემიერლიგაში, აქედან 20% თავით.ყოფილა დღე, როდესაც მხოლოდ თავით დარტყმას ვამუშავებდი და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ეს საშიში იქნებოდა.
ერთი წლის წინ, ”ნიუკასლის” ლეგენდამ, ტელეარხ BBC-სთან ერთად დაიწყო გამოძიება, საშიშია თუ არა ფეხბურთში თავით თამაში, რომლის საბოლოო დასკვნაც არის დოკუმენტური ფილმი – ” დემენცია , მე და ფეხბურთი ”
ყველაფერი, ჯეფ ასტლით დაიწყო – ”ვესტ ბრომვიჩის” ლეგენდა, რომელსაც გულშემატკივრები ”მეფეს” ეძახდნენ.ჯეფი 2002 წელს გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში.ექიმებმა დაადგინეს მიზეზი მისი გარდაცვალების: სიკვდილი მოჰყვა დემენციას , გამოწვეული დიდი ხნის მანძილზე ფეხბურთის თავით თამაშით.
ჯეფის ქალიშვილი ჰყვება – ”მისი გარდაცვალების შემდეგ, ექიმებმა გვამი ექსპერტიზას გადაუგზავნეს, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სიკვდილი მოჰყვა დემენციას, მისი ტვინი – მოკრივის ტვინს ჰგავდა, იმიტომ რომ ის ხშირად ურტყამდა მძიმე ბურთს თავს.”
რა არის დემენცია?
მედიკოსების თქმით, დემენცია-ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები.
”დემენცია” ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება.
დღეის მდგომარეობით 47 მლნ ადამიანია გამოვლენილი, რომელიც დაავადებულია დემენციით, ყველაზე ხშირი მათ შორის კი ალცჰაიმერის ტიპის დემენციაა ( 47 მლნ-ის , 50-60% დაავადებულია ზუსტამ ამ ტიპის დემენციით )
რაც შეეხება , ”ვესტ ბრომვიჩის” ლეგენდას,ჯეფ ასტლს,მისი დაავადების ტიპს,ბრიტანელი მედიკოსები უწოდებენ – ქრონიკულ ტრავმატიულ ენცეპალოფატიას, ან გატარებული დარტყმის სინდრომს.ამ ტიპის დაავადების ფორმა, ყველაზე ხშირად ხვდებათ მოკრივეებს, ან მათ ვინც გატაცებულია ამერიკული ფეხბურთით.
”ზუსტად ჯერ არ დაუდგენიათ, რომელ ეპიზოდს მოჰყვება ფეხბურთში დემენცია: თავით ბურთის დარტყმას ; მოწინააღმდეგესთან შეჯახებას, რომელსაც მოჰყვება თავის გატეხვა, ამიტომ დასკვნების გამოტანასთან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ”– ჰყვება შოტლანდიელი დოქტორი, უილი სტიუარდი.
დოქტორი სტიუარდი, ასტლის გარდაცვალების შემდეგ მუშაობდა მის ტვინზე და დღეს აჩვენებს ალან შირერს სამ განსხვავებულ ტვინს, რომლებიც დაღუპულები არიან დემენციით: ჩვეულებრივი ადამიანის , ფეხბურთელის , მორაგბის.
– სამივე ტვინი მშრალია და სამივე დაზიანებულია.სამივეს აქვს სხვადასხვა დაზიანებები, მაგრამ ისინი არ ჩანს გარე დათვალიერებით, შეუძლებელია დაინახო დაზიანებები, თუ არ გამოიყენებთ მიკროსკოპს.დემენციის დაწყებისას, ტვინის სტრუქტურა იწყებს შლას.
რამდენად სერიოზულია პრობლემა?
ექიმები ადასტურებენ: ბრიტანეთში დემენციისგან დაავადებულების რაოდენობა – 850.000 ადამიანს უტოლდება და მათ შორის ბევრი ფეხბურთელია.ერთ-ერთი მათგანი-მეტ ტიზია.ის ფეხბურთს თამაშობდა 1960-70იან წწ. , ინგლისსა და შოტლანდიაში, მისი ძლიერი მხარე იყო თავით თამაში. დღეს, მეტი 78 წლისაა.
– ჩვენ გვაქვს დანიშნულება, რომელსაც ყოველდღიურად მივჰყვებით,ძალიან რთულია.მთელი დღის განმავლობაში მეტი, ერთ ორ სიტყვას თუ იტყვის,ავიწყდება , რომ ის საკუთარ სახლში ცხოვრობს.ეს ყველაფერი მე გულს მტკენს.
ჩვენ ვიმყოფებით ბოლო სტადიაზე , რომელიც 2-10 წლამდე გრძელდება,არავინ იცის, როდის მოახერხებს მეტი გამოჯანმრთელებას – ჰყვება მისი მეუღლე.
ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა?
ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს ამაზე ფიქრი და ატეხეს განგაში.ჩატარდა გამოკვლევა მაღალ კლასებში მთელი აშშ-ს მასშტაბით გაირკვა, რომ 50.000 მოსწავლე დაავადებულია დემენციით, მათი უმრავლესობა ფეხბურთის თამაშის შემდგომ.2015 წელს ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთ ბავშვს, რომელიც დადიოდა რომელიმე სპორტზე 13 წლამდე არ შეეძლოს არც ვარჯიშებზე და არც თამაშებში ბურთისთვის თავით დარტყმა. ინგლისელებმა დაადგინეს, რომ გოგოებისთვის უფრო საშიშია ბურთისთვის თავით დარტყმა, ვიდრე ბიჭებისთვის, რადგან ისინი უფრო მალე ღებულობენ ტვინის შერყევას, მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ჯერ არავის არ დაუდგენია, არის თუ არა კავშირი, ბურთის თავით დარტყმას და ტვინის უჯრედების განადგურებას შორის?
რა უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა?
ალან შირერი თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არის დადგენილი ნამდვილი მიზეზი დემენციის ფეხბურთის თამაშის დროს.არის თუ არა ნამდვილად ბურთისთვის თავით დარტყმა მთავარი მიზეზი? რადგანაც არ არის ეს დამტკიცებული, ამიტომ შირერის აზრით ფეხბურთის განუყოფელი ნაწილის,თავით თამაშის ამოღება არასწორი იქნებოდა.ამიტომ ის თავად გაემგზავრა შოტლანდიაში გამოკვლევებზე და დაადგინა, რომ მისი ტვინი სრულ წესრიგშია.
BBC-ის ფილმმა და ალან შირერის მაგალითმა ბევრი ფეხბურთელი დააფიქრა, მათ შორის – პიტერ კრაუჩი , რომელმაც Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა – ” მოვიტყუები თუ ვიტყვი იმას, რომ არ მაინტერესებს რა გავლენას იქონიებს ჩემზე მომავალში ფეხბურთის თავით თამაში.106 დარტყმა მაქვს განხორციელებული თავით ჩემს კარიერაში ეპლში, აქედან 52 მაქვს გატანილი.ჩემი პრობლემაა, რომ არ ვითვალისწინებ არაფერს, მეუღლე მეუბნება სულ, რომ ადრე თუ გვიან მოვა დრო, როდესაც გექნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.”
– კარიერის დასაწყისში მსურდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც – პოლ გასკოინი იყო.მე არ მსურდა მევარჯიშა თავით თამაშზე, ამიტომ ვამჯობინებდი ”მაკრატელაზე” მუშაობას და მინდოდა – ჯანლუკა ვიალისავით ვყოფილიყავი ამ საქმეში.მას შემდეგ, რაც ”ტოტენჰემში” გადავედი მითხრეს, რომ პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო თავით თამაში, ამიტომაც დავიწყე ვარჯიშები.