EVPATORI Web Resources

გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია

დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

« რამდენით გაძვირდა წყლის ტარიფი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2018-02-15 23:35:02

რამდენით გაძვირდა წყლის ტარიფი

წყლის-ტარიფი-გაძვირდა

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. პროექტი დღეს სემეკის სხდომაზე დაამტკიცეს. დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
 
გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს.
 
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.40 ლარი.
 
შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 – 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.147 ლარი. არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.418 ლარი.
 
რამ გამოიწვია წყლის ტარიფის ზრდა? – სემეკის წევრის განმარტება
 
რამ გამოიწვია წყლის ტარიფის ზრდა? – განმარტება სემეკის წევრმა გოჩა შონიამ ჟურნალისტებთან გააკეთა:
 
“ძირითადად მაინც ტარიფის ზრდა გამოიწვია იმ კაპიტალურმა დანახარჯებმა, რომელიც კომპანიებმა გასწიეს. განსაკუთარებით ეს იყო ქსელის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მოცულობითი ხარჯები გასწია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2017 წელს ამ თვალსაზრისით, ეს იყო დაახლოებით 55 მილიონ ლარამდე. ასევე, სამივე კომპანია 2018-2020 წელს დაახლოებით, 220 მილიონი ლარის ინვესტიცის განხორციელებას გეგმავს. ძირითადი ხარჯი მოდის სწორედ ქსელის რეაბილიტაციაზე, რადგანაც ამ ქსელს სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია, ძალიან დიდი კაპიტალდაბანდება, რადგანაც ქსელი არის მოძველებული და შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საიმედო და ამავე დროს მაღალი ხარისხის მომსახურება, ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი თანხების ჩადება ამ ქსელის რებილიტაციაში”, – განაცხადა გოჩა შონიამ.