EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კრიმინალურმა სამყარომ 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-02-15 23:54:18
დღეს ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც ”შავ სამყაროს” მიმართავენ, – ამის შესახებ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომელიც ქვეყანაში გართულებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება.
”ჩვენ გამოვედით ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქიდან, რაც სწორი და აუცილებელი იყო. დღევანდელი ხელისუფლების ხედვა უფრო ჰუმანური გახდა და ადამიანი, როგორც ფასეულობა, დაუბრუნდა ჩვენს სინამდვილეს, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყეთ სვლა მეორე უკიდურესობისკენ… ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც არ არის მხოლოდ კრიმინალი, ეს არის მცდელობა, მეტასტაზებივით მოედონ ეკონომიკურ სისტემებს, საქმეები გაჩარხონ ქუჩური გარჩევებით და ა.შ. მით უფრო სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც ”შავ სამყაროს” მიმართავენ. ხელისუფლებამ, ჰუმანურობასთან ერთად, ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ის შეუვალი და უკომპრომისოა კრიმინალთან ბრძოლაში! გარდა ამისა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წვრილმანმა კრიმინალმაც მოიმატა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
mediapress.ge