EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თბილისში მშენებლობის ნებართვის მიღების მსურველს 3 მეტრიანი ნერგების დარგვა დაევალება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-02-16 00:00:23
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძის დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც არსებითად იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ. ამ ცვლილებების მიხედვით სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული , რომ ყველანაირი პრობლემები ყავიდან ავიცილოთ. ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება , გათვლა თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილძე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ. მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო მებართვები გაცემული. ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა , უნდა ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან . ასევე მშენებელს ვაკდებულება ექნება , რომ სამაენებლო სამუშაოების შესახებ , დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოქვეყონოს , რომ ყველას ქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არამხოლოდ კერძო სექტორს არამედ მერიასაც .არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და უველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგრბას და გამწვანებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც “აიპრესს” განუცხადეს: “ახალი რეგულაციების თანახმად, K3 კოეფიციენტზე, დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან.
აღნიშნული პროექტი უნდა გულისხმობდეს მინიმუმ 3 მეტრიანი სიმაღლის ნერგების დარგვას. გარდა ამისა, მშენებელი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთად, საჯაროობის გაზრდის მიზნით განათავსოს გამწვანების პროექტის დაფაც.
ამავე ცვლილებების თანახმად, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება არამარტო დარგოს, არამედ მოუაროს მწვანე ნარგავებს და მერიის გარემოს დაცვის სამსახურს ჩააბაროს პერიოდული ანგარიშები შესრულებული სამუშაოების თაობაზე. აღნიშნულ პროცესს მკაცრად გააკონტროლებს გარემოს დაცვის სამსახური. ამის მიუხედავად, მერია პრიორიტეტს მიანიჭებს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება”.
აიპრესი