EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორც ჩანს აშშ-ს ჯერ არ უგემია ოსმალური ალიყური“ – რეჯეფ თაიპ ერდოღანი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-02-16 00:29:27

როგორც ჩანს აშშ-ს ჯერ არ უგემია ოსმალური ალიყური – რეჯეფ თაიპ ერდოღანი

რეჯეფ თაიპ ერდოღანი

„ნატო არ არის მხოლოდ ამერიკა. თავისი დესტრუქციული ქმედებებით და ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებით, აშშ ჩრდილო-ატლანტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს“-განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ყრილობაზე. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა სახელმწიფო თანასწორია და აშშ-ს როლის ზედმეტად განდიდება არ ღირს.
 
მისი თქმით, თურქეთის მოქმედებები „ევფარტის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში ლეგიტიმურია, რადგანაც თურქეთს სირიასთან 910 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც მის ინტერესს წარმოადგენს, ხოლო აშშ-ს სირიასთან არავითარი სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია და ამიტომ დროულად უნდა დატოვოს რეგიონი.
 
გარდა ამისა, ერდოღანმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ს მხრიდან ქურთული ფორმირებების 500 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსება, თუმცა, იქვე დაამატა, რომ სხვადასხვა წყაროებით, შესაძლოა ეს თანხა 3 მილიარდ დოლარს შეადგენდეს.
 
მან აგრეთვე კომენტარი გააკეთა მანბიჯში დისლოცირებული ამერიკული ძალების სარდლობის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ ძალები მიიღებენ საკმაოდ მკაცრ ზომებს იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთის არმია იერიშს მიიტანდა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
 
„როგორც ჩანს, მათ ვინც ჩვენ მკაცრი ზომებით გვემუქრება, არ უგემიათ ოსმალური ალიყური“– განაცხადა ერდოღანმა.
 
საუბრისას იგი კვიპროსისა და ეგეოსის ზღვაში არსებულ სადავო კუნძულების თემასაც შეეხო. მისი თქმით, თურქეთს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები ისე, როგორც ამას აფრინში აკეთებს, თუ საჭირო გახდება, სამხედრო ძალითაც.