EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღვინიაშვილი პირველია, 5 ქართველი კი ათეულშია »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: Sportsmani

თარიღი: 2018-02-17 17:28:59

ღვინიაშვილი პირველია, 5 ქართველი კი ათეულშია

ღვინიაშვილი

ძიუდოს საერთაშიროსო ფედერაციამ პარიზის გრან-სლემის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ძიუდოისტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებიდან მსოფლიოსა საუკეთესოთა ათეულში ადგილს 6 სპორტსმენი იკავებს.
 
მათგან ყველაზე მაღალ საფეხურზე შარშანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი იმყოფება, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიას უდგას სათავეში.
 
რუისელმა ფალავნმა პარიზული ტურნე ვიცეჩემპიონის რანგში დაასრულა, რითაც მის კუთვნილ 4150 სარეიტინგო ქულას კიდევ 500 დაამატა და აწ უკვე ექსპირველოადგილოსან ალექსანდრ კუკოლს 274 ქულით გადაასწრო. ამავე წონით კატეგორიაში 2741 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი.
 
მისთვის მაინც ახალ 100 კგ წონით კატეგორიაში მხოლოდ ჰოლანდიელ მაიკლ კორელს ჩამორჩება ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი, რომლის ანგარიშზეც 4982 ქულა სარეიტინგო ქულა ირიცხება.
 
ყველაზე მსუბუქ 60 კგ-ში მე-6 პოზიციაზეა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (3472 ქულა). 66 კგ-ში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (4033 ქულა) ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადაბარდგა. ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაოს მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) 4760 ქულით კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება.
 
რაც შეეხება ათეულს მიღმა მყოფ ფალავნებს:
 
ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) 22-ე, ლაშა გიუნაშვილი (-66) 27-ე, ზებედა რეხვიაშვილი (-81) მე-12, ნუგზარ ტატალაშვილი (-81) 53-ე, თამაზ კირაკოზაშვილი (-81) 80-ე, ლაშა ტაველური (-100) 59-ე, ადამ ოქრუაშვილი (+100) მე-16, ლევან მატიაშვილი (+100) 24-ე.