EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წითელი ცხვირგრძელა (red weevil) - აფხაზეთში ახალი მავნებელი მწერი გამოჩნდა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-17 18:33:07
აფხაზეთის სანაპირო ზოლში, აზიური ფაროსანას შემდეგ, ახალი მავნებელი, ე.წ. წითელი ცხვირგრძელა გამოჩნდა, რომელიც პალმებს შეესია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მწერი პალმის ტოტებზე კვერცხებს დებს და რამდენიმე დღეში მისგან 5 სმ. სიგრძის ჭუპრები ყალიბდება. ამის შემდეგ მავნებელი ხის განადგურებას იწყებს.
შესწავლილი პალმებიდან 20-ზე მავნებლისგან მიყენებული ზიანი შეიმჩნევა. 12 ხის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.
„აფხაზეთის სანაპირო ზოლში დაახლოებით 10 ათასი პალმის ხე იზრდება, მათი ნაწილების დაკარგვა სერიოზულად იმოქმედებს ჩვენი სანაპიროების სილამაზესა და მიმზიდველობაზე“- წერია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.