EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფინეთის ჰოკეის ნაკრებმა რუსებს სძლია და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: Sportsmani

თარიღი: 2018-02-22 00:14:53

ფინეთის ჰოკეის ნაკრებმა რუსებს სძლია და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფინეთის ჰოკეის ნაკრები

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გოგონათა შორის ჰოკეიში ბრინჯოს მედლის მფლობელი გაირკვა.
 
ფინელმა ჰოკეისტებმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში რუსი ოლიმპიური ათლეტები დრამატულ ორთაბრძოლაში 3-2 დაამარცხეს.
 
ანგარიში ფინელმა თინეიჯერმა ჰოკეისტმა 18 წლის პეტრა ნიემინენმა გასხნა 1-0.
 
მეორე პერიოდში სუსანა ტაპანიმ სკანდინავიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა 2-0.
 
რუსმა ოლგა სოსინამ ანგარიში მინიმუმადე შეამცია 2-1.
 
ამავე პერიოდში  ფინელმა ლინდა ვალიმაკიმ რუსების კარში მორიგი შაიბა შეაგდო და სტატუსკვო აღადგინა 3-1.
 
მესამე პერიოდში რუსები  ბევრს ეცადნენ, მაგრამ ორშაიბიანი ჩამორჩენა ვეღარ ამოფხვრეს.
 
ერთადერთი რაც რუსმა ოლიმპიელებმა შეძლეს, ფინელთა კარში ლუდმილა ბალიაკოვას გატანილი  პრესტიჟის შაიბა იყო.
 
საბოლოოდ რუსები ჰოკეიში ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩნენ.  ფინელებმა კი პრესტიჟული ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.