EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საერთო გახურება ვარჯიშის დაწყების წინ »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-25 19:28:25

საერთო გახურება ვარჯიშის დაწყების წინ

საერთო გახურება

ვიყენებთ 2 ტიპის გახურებას: საერთო და სპეციალურ გახურებას. ნებისმიერი ვარჯიშის წინ, არ აქვს მნიშვნელობა კარდიო ვარჯიშია თუ ძალისმიერი, ჩვენ უნდა გავხურდეთ. თავიდან ვაკეთებთ საერთო მოთელვას, ვახურებთ ყველა სახსარს და კუნთებს.
 
1. მოთელვას ვიწყებთ კისრის ბრუნებით, 4-6 ბრუნი ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. კისრის ვარჯიშები სრულდება ნელა, არ ვაკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს;
2. მერე ვახურებთ ყველა სახსარს: მაჯებს, იდაყვებს, მკლავებს, მხრების ბრუნებს ორივე მიმართულებით 10-12 გამეორება საშუალო ან სწრაფ ტემპში;
3. ვახურებთ გვერდით კუნთებს 10-12 გამ. საშუალო ტემპში, მკვეთრ მოძრაობების გარეშე;
4. წელში ბრუნები 10-12 გამეორება;
5. წელში მოხრები 10-12 გამეორება;
6. მუხლების ბრუნი 10-12 გამეორება;
7. ბუქნები 10-12 გამეორება;
8. ფეხების დიაგონალურად აქნევები 10-12 გამეორება.
 
ამის მერე შეგიძლიათ 2-3 წუთი თხილამურებზე, ან რომელიმე კარდიო ტრენაჟორზე გახურდეთ.
 
საერთო გახურებას ვასრულებთ ყველა სახსარის მცირე გაწელვებით.
 
დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს არ უნდა დაიწყოთ ვარჯიში გახურების გარეშე, თუ არ გინდათ მიიღოთ ტრავმა, თორემ გახურების გარეშე ვარჯიშის დაწყებით შეიძლება ისეთი სერიოზული ტრავმა მიიღოთ, რომ დიდი ხნით გამოეთიშოთ ვარჯიშს.