EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ უნდა გავარჩიოთ ნატურალური პროდუქტი მავნესგან? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-02-25 19:49:50

როგორ უნდა გავარჩიოთ ნატურალური პროდუქტი მავნესგან?

პროდუქტები

როგორ გავიგოთ, რომელი პროდუქტი უნდა ვიყიდოთ?.. ხშირად წარწერა „ნატურალური”, „ორგანული” ხარისხის მაჩვენებლად არ ითვლება. გაითვალისწინეთ პროდუქტების ამორჩევის რამდენიმე რჩევა:
 
ხორცის ნაწარმი
 
 
 
სოსისი და ძეხვი ყველაზე პოპულარული ხორცის პროდუქტია, რომელიც ყველაზე ხშირადაა გაჯერებული სხვადასხვა დანამატით. ერთ-ერთი ასეთია კარაგინანი – ის თირკმლების დაავადებას იწვევს. მას იყენებენ, რათა პროდუქტს ტენიანობა შეუნარჩუნონ. ანუ, იმისათვის, რომ წყლით იყოს გაჟღენთილი და მეტს იწონიდეს. მას ხშირად ვაკუუმის შეფუთვაში იყენებენ. კარაგინანის შესამოწმებლად ნაწარმს ხელი უნდა მოუჭიროთ. თუ სითხე გამოვიდა, ფასის ნახევარი წყალში უნდა გადაიხადოთ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერი – ნატურალური სოსისი და ძეხვი მოვარდისფრო-ნაცრისფერი უნდა იყოს და არა მკვეთრი წითელი ან ბორდოსფერი.
 
კარაქი
 
კარაქი უნდა იყოს კარაქი და არა მარგარინი ან სპრედი. იმისათვის, რომ გაიგოთ ნამდვილი კარაქია თუ არა,  შეიძენისთანავე გახსენით და ცოტა ხნით გააჩერეთ, თუ წყლის წვეთებით დაიფარა, თქვენ წინაშე მარგარინია.
 
რძე
 
რძეც საჭიროებს შემოწმებას. თავდაპირველად უნდა შეგახსენოთ, რომ რძე ხუთ დღეზე მეტხანს არ ინახება. მეორე – რძის შესამოწმებლად შემდეგ მეთოდს მიმართეთ: რძის ჭიქაში ჩადეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი. ხარისხიანი პროდუქტის შემთხვევაში ცოტა ხანში მაწონი უნდა მიიღოთ.
 
არაჟანი
 
არსებობს მითი, რომ ხარისხიანი არაჟანი სქელი და ცხიმიანი უნდა იყოს. რაც სიმართელეს არ შეესაბამება პროდუქტის ცხიმით გაჯერება და გასქელება ქიმიურადაც შეიძლება. იმისათვის, რომ გაიგოთ ნატურალურია არაჟანი თუ არა, 1 ჩაის კოვზი პროდუქტი ცხელი წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ. ნამდვილი არაჟანი წყალში გახსნება და რძისმაგვარ პროდუქტს მიიღებთ. არაჟანი კი, რომელიც წყალში ნალექებად გადაიქცა, უმჯობესია, სუპერმარკეტში დატოვოთ.
 
თაფლი
 
თაფლის გაყალბება ადვილად შეიძლება. თუ ფალსიფიცირებულ თაფლში იოდის წვეთს დაუმატებთ, ის გალურჯდება.
 
ხიზილალა
 
ზოგჯერ ხიზილალას ზღვის წყალმცენარეებისგან ამზადებენ. ასეთი ხიზილალა უკვალოდ ქრება ცხელ წყალში. თევზის ხიზილალა კი თეთრ კვალს ტოვებს.
 
ყველი
 
უამრავი სახეობის ყველი არსებობს, მაგრამ ნატურალურს ვერ ექნება მკვეთრი ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა. თაფლის მსგავსად ყველსაც იოდის 1 წვეთი დაასხურეთ, თუ გალურჯდა, ფალსიფიცირებულია.
 
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნატურალურ პროდუქტს 1 წელზე ნაკლები შენახვის ვადა აქვს. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის დასახელებას: “ყველი” და არა “ყველისმაგვარი”, “არაჟანი” და არა “არაჟნისმაგვარი” და ა.შ.
იმედი გვაქვს სტატია დაგეხმარათ გაარკვიოთ პროდუქტის ნატურალურობაში. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა ისინიც დაცულები იყვნენ ფალსიფიკაციისგან. 
 
 
 
marao.ge