EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დიდებული დრო რუსული მაფიისთვის: ბორის ნაიფელდი, რაჟდენ შულაია და კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრები აშშ–ში »
კატეგორია: სხვაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-02-25 19:55:30
რას მივირთმევთ? – როგორ უნდა გავარჩიოთ ნატურალური პროდუქტი მავნესგან
იანვრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორის ნაიფელდმა, კრიმინალურ წრეებში ცნობილმა როგორც „ბიბა“, ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რუსული მაფიის წევრმა, სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „Associated Press“ – ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიბამ განაცხადა, რომ ყველაფერი დაკარგა და ითხოვს შანსს ახალი ცხოვრების დასაწყებად. რუსულმა საინფორმაციო პორტალებმა „Lenta.ru“ და „Prime Crime“ გადაწყვიტეს დეტალურად გამოეძიებინათ კრიმინალური დაჯგუფების წევრის ამბავი და აღმოაჩინეს, რომ დღესდღეობით რუსული მაფიის სხვა წევრები კიდევ მართავენ რუსეთის ფარგლებს გარეთ მდგომარეობას.
სინანულის ცრემლები
ამჟამად ბორის ნაიფელდი 70 წლისაა, მისმა მესამე დაპატიმრებამ, რასაც მეუღლესთან განქორწინება დაემატა, ძალიან ცუდად იმოქმედა მის ცხოვრებაზე. ამ პერიოდში მან სცადა თავისი გამოცდილების და ცოდნისშესაბამისი სამსახურის პოვნა მაგრამ უშედეგოდ. „Associated Press“ – ის კორესპონდენტი ბიბას ბრუკლინის ჩრდილოეთით, ბრაიტონ ბიჩის მახლობლად რესტორანში შეხვდა, რომელიც 1970-იანი წლებიდან ყოფილი საბჭოთაკა ვშირის ემიგრანტებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა.
„მეარაფრის გაკეთება არ შემიძლია, მომეცით შანსი დავიწყო ახალი ცხოვრება“ – ამბობს ნაიფელდი.
მას ჰქონდა გადაპარსული თავი, განმგმირავი თვალები და ძლიერი სხეული, რომელიც მთლიანად დაფარული იყო ტატუებით. ბიბა ნიუ-იორკის რუსულენოვან რაიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. „Associated Press“ – თან ინტერვიუში ბიბამ განაცხადა, რომ მას სურს სამშობლოში დაბრუნება, სადაც მისი აზრით ის შეძლებს თავისი უნარების გამოყენებას.თუმცა ნაიფელდს არ აქვს აშშ-ს დატოვების უფლება, რადგან პირობით მსჯავრს იხდის და სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა აქვს დანიშნული.იგი გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს ციხიდან, ნაიფელდი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა, რომელიც საბოლოოდ გამოძალვად დაკვალიფიცირდა.
„მე დავკარგე ყველაფერი, მე სამსახური დავკარგე, მე ჩემთვის ძვირფასი დრო დავკარგე ციხეში, მე დავკარგე მეუღლე, ეს საკმარისი სასჯელია ჩემთვის.“– თქვა ნაიფელდმა
ნაიფელდი შეერთებულ შტატებში 1970-იან წლებში ბელორუსიიდან ჩავიდა, იგი საბჭოთა კავშირიდან დევნილ ებრაელთა ტალღას გაჰყვა, რომლებიც რელიგიურ შევიწროებას გაურბოდნენ. ბიბამ აღიარა, რომ შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე ის ჩაერთო დანაშაულებრივ საქმიანობაში.
ის დაპატიმრებული იყო თაღლითობისთვის, თამბაქოს კონტრაბანდისა და პოლონეთის გავლით ტაილანდში ჰეროინის ტრანსპორტირებისთვის. ნაიფელდი საჯაროდ ემუქრებოდა მოკვლით მის კონკურენტებს და რამდენჯერმე თავადაც გადაურჩა სიკვდილს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ბიბას მანქანაში იყო მოთავსებული არ აფეთქდა. 1986 წელს, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის დროს მაფიის ბოსი ავტომატური შაშხანიდან მხარში დაიჭრა, შემთხვევის დროს დაიღუპა მისი მეგობარი. შემთხვევამდე ერთი წლით ადრე ნაიფელდი აშშ-ში რუსული მაფიის ლიდერის ევსეი აგრონის (Evsei Agron) მკვლელობის მოწმე იყო. როგორც „Associated Press“ აღნიშნავს, აგრონის მკვლელობის შემდეგ, ბიბა გახდა რუსული მაფიის მომდევნო ბოსის – მარატ ბალაგულას (Marat Balagula) პირადი მცველი და მძღოლი.
1997 წელს, აშშ-ს სადაზვერვო სამსახური თავის მოხსენებაში ნაიფელდს იხსენიებს, როგორც მთავარ ორგანიზატორს და შემსრულებელს რუსული მაფიის კუთვნილი ნარკოტიკების დისტრიბუციის საკითხში.ამასთან ნაიფელდი არ ნანობს მის კრიმინალურ გამოცდილებას.
„არასოდეს! არა! როდესაც ხელახლა დავიბადები, იგივეს გავაკეთებ!“– ამბობს ბიბა.
გასული წლის ივლისში, კრიმინალური დაჯგუფების წევრის ვერდიქტის გამოცხადებისას, აშშ-ს ადვოკატის ასისტენტმა (ფედერალური პროკურორის თანაშემწე) ფედერალურ მოსამართლეს განუცხადა, რომ ნაიფელდმა თივისი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ორგანიზებულ დანაშაულში გაატარა და დღესდღეობით ხალხისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. „აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ამ მომენტისთვის აღნიშნული მითები ბორის ნაიფელდის შესახებ დასასრულს მიუახლოვდა“ – თქვა პროკურორმა, ენდრიუ ტომასმა.
ბიბა ამბობს, რომ მას არ სურს ციხეში დაბრუნება. ის ცხოვრობს თვიურ 750 დოლარიან სოციალურ შემწეობაზე და ცდილობს თავი აარიდოს ადგილებს სადაც მისი ყოფილი პარტნიორები და ახალგაზრდა კრიმინალები იყრიან თავს. ერთადერთი გამონაკლისია საუნა. ნაიფელდი ცდილობს, რომ დამატებითი შემოსავლის წყაროდ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა აქციოს, ამიტომ რუსული მაფიის სხვა წევრებთან ერთად რეალითი შოუებში მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობს. ბორისი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია და ამბობს: „პრეზიდენტი ბიზნესმენია, მას არ აღელვებს ვინ მისცემს ფულს პროექტებისთვის, მეც ასე ვარ.“
„Associated Press“ აღნიშნავს, რომ ნაიფელდის ბრუკლინში დაბრუნებისას არ ყოფილა ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც 1990-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში იყო, სადაც დანაშაულმა, განსაკუთრებით რუს ემიგრანტებს შორის ძალადობრივმა დანაშაულმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი, როდესაც ქუჩებში ადამიანის გვამების დანახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღესდღეობით რუსული მაფია ახორციელებს თაღლითურ გეგმებს საკრედიტო ბარათების გამოყენებით, გარდა ამისა ფლობს აზარტული თამაშების ბიზნესს, პროსტიტუციის ბიზნესს და სხვა.
დიდებული დრო
ბორის ნაიფელდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა ემიგრანტების წრეებში, მაგრამ რამდენადაც ცნობილია ბიბა არასდროს არ ყოფილა კანონიერი ქურდი. „რამდენადაც ვიცი, იგი ნარკოტიკების გავრცელებაში მონაწილეობდა, მისი სახელი 90-იანი წლების წყალქვეშა გადაზიდვების ცნობილ ამბავში ფიგურირებდა“. – ამბობს„Prime Crime“-ის რედაქტორი ვიქტორია გეფტერი.
წყალქვეშა ნავითან დაკავშირებული ნარკოდანაშაულის ამბავი იყო ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც შემუშავებული იყო რუსეთის ტამბოვის ბანდის წევრების და მედელინის კარტელის მიერ. საერთაშორისო კრიმინალურ ტანდემს სურდა რუსული, დიზელის ძრავზე მომუშავე, 27 მეტრის სიგრძის წყალქვეშა ნავის–Foxtrot (project 641)-ის შეძენა, რომლითაც 40 ტონა კოკაინის გადაზიდვა იქნებოდა შესაძლებელი.
კრიმინალებმა მოახერხეს წყალქვეშა ნავის საწყისი გასაყიდი ფასის 20 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე შემცირება, რათა გაადვილებოდათ მისი შეძენა, მაგრამ მას შემდეგ რაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიანი ფიგურა იქნა მოკლული, აღნიშნული გარიგება არ შემდგარა.
მიუხედავად ასეთი წარუმატებლობისა, მსოფლიოში პირველი ნარკო-გადამზიდი წყალქვეშა ნავი გახდა ნამდვილი ლეგენდა იმ ხანებისა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „Tambovskaya OCG“-ს და „Medellin Cartel“ -ს სურდათ კოკაინით გატენილი ტორპედოების კალიფორნიაში, სანტა ბარბარას სანაპიროზე გადატანა. რაც შეეხება ბორის ნაიფილდის კავშირს აღნიშნულ საქმესთან, მისი მონაწილეობა ამ გახმაურებულ პროექტში დადასტურებული არ არის.
საზღვარგარეთის მეფე
დღესდღეობით, 91 წლის ბორის კომინი (Boris Komin ან Borya Ushaty), ცნობილი როგორც კრიმინალური “პატრიარქი”, არის ერთ-ერთი მთავარი კანონიერი ქურდი შეერთებულ შტატებში. ის 1927 წელს ქალაქ სტალინოში დაიბადა (1962 წლიდან ქალაქი ცნობილია დონეცკის სახელით). კომინი ებრაელია, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ის არის ერთ-ერთი პირველი კანონიერი ქურდი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც 70-იანი წლებიდან შეერთებულ შტატებში განაგრძო თავისი საქმიანობა. კომინის როლი ქურდული სამყაროს ტრადიციების შენარჩუნებასა და გაგრძელებაში არის ძალიან დიდი. 2008 წელს, რუსული კრიმინალური სამყაროს ორ ძირითად ფიგურას ასლან უსოიანს (Ded Hasan) და ტარიელ ონიანს (Taro) შორის სისხლიანი ბრძოლისას, ოპონენტებს შორის დავის გადასაწყვეტად კომინი მოსკოვში ჩავიდა. უხუცესმა კანონიერმა ქურდმა მოისმინა მხარეების მოსაზრებები და ორივე მხარეს მკაცრი პასუხი გასცა.
“მე საქმეებს განვიხილავ ქურდებთან, აქ კი ქურდებს ვერ ვხედავ. ქურდის საქმე არ არის ბიზნესმენების განსჯა.” – თქვა კომინმა და გაემგზავრა საზღვარგარეთ.
ასეთი გადამწყვეტი როლი აქვს კომინს კრიმინალურ სამყაროში, მის ძალაუფლებას ეჭქვეშ არავინ აყენებს. ამავე დროს, ის ჩრდილშია და ძალიან ძნელია მასზე რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება. კომინი ერთადერთი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელსაც მიუხედავად შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა, ძალიან დიდი გავლენა ქონდა რუსეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდებზე.
„ამ ხნის მანძილზე დედ ჰასანისთვის კომინი საპატიო სტუმარი იყო და იანვრის თვეში, თავად კომინის დაბადების დღეზე მიწვეული იყო ხოლმე მოსკოვში. ამგვარად მას ქონდა ძალიან დიდი გავლენა რუსეთში ქურდებზე. ამიტომ დანარჩენი ამერიკაში მცხოვრები ქურდებისთვის ასეთი კომინისადმი მოპყრობა არასასიამოვნო იყო“ – ამბობს ვიქტორია გეფერი.
აღსანიშნავია, რომ ბრაიტონის პლაჟზე რუსული მაფიის შეკრების შესახებ მითები ძირითადად ებრაულ მაფიას ეხება, გამოდის ეს ბორისსაც ეხება. რუსული კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში ერთიდაიგივე ადგილას არ იკრიბებიან. გარდა სომხური მაფიისა, რომელიც ძირითადად კალიფორნიას ირჩევდნენ შეხვედრებისთვის.
არაქათის გამოცლა
ამერიკაში მცხოვრები მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტების ნაწილი დამალვას არ ცდილობენ და მეტიც, ადგილობრივ პრესას აიძულებენ პერიოდულად გამოაქვეყნონ შოკისმომგვრელი სტატიები რუსული მაფიის შესახებ. „რამდენადაც ვიცი, რაჟდენ შულაია (Razhden Pitersky) და არმენ კაზარიანი (Pzo) ცოხვრობენ ოკეანეს იქით. შეერთებული შტატები ორივე მათგანს დევნის და შეიძლება ითქვას, რომ მათ არაქათი აქვთ გამოცლილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ისინი ყველაფერს აკეთებენ და მაინც აგრძელებენ თავიაანთ საქმიანობას, ბანდიტიზმით დაწყებული, კონტრაბანდით და თაღლითობით დამთავრებული.“ – ამბობს „Lenta.ru“-ს რესპოდენტი.
შულაია 2013 წელს კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე, სოხუმის ქურდთა კლანის ლიდერმა მერაბ ძანგველაძემ (Merab Sukhumsky) და მისმა მოკავშირეებმა აკურთხეს. ამავე წელს რაჟდენი დაჭერილი იქნა პოლიციის რეიდის მიერ, ოპერაცია ევროკავშირის 9 ქვეყანაში ჩატარდა, რომლის დროსაც ჯამში 13 კანონიერი ქურდი დაიჭირეს. აღნიშნულ ფაქტს არ შეუშლია ხელი შუალიასთვის, შეექმნა კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება აშშ-ში. რომლის წევრებიც, გამოძიების მიხედვით ჩართულნი იყვნენ შეკვეთილ მკვლელობებში, ძარცვაში, ქურდობაში, გამოძალვაში, საბუთების გაყალბებაში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში.
აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რაჟდენის ბანდა 33 წევრისგან შედგებოდა. შულაიას მარჯვენა ხელი 37 წლის ზურაბ ჯანაშვილი (Zura) კი ბანდის წევრების უმეტეს ნაწილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობდა. პროკურატურის ინფრომაციით, შულაიას ბანდა ძირითადად 5 შტატში ოპერირებს, ესენია: ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, ფლორიდა და ნევადა. შულაიას ბანდა ძარცვავდა სატვირთო მანქანებს, გახსნა ღამის კლუბი ნარკოტიკების გასავრცელებლად, მოისყიდა პოლიციელები და იყენებდა გაყალბებულ დოკუმენტებს. ბანდაში ასევე ფიქსირდებოდნენ ქალები, რომლებიც ნარკოტიკული, ძილისმომგვრელი საშუალებების დახმარებით ძარცვავდნენ მამაკაცებს.
2017 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკის პროკურატურამ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალი წაუყენა; თუ რაჟდენ შულაიას ბანდის წევრების დანაშაულებები დადასტურდება, ზემოთ აღნიშნული დანაშაულებები 60 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაყალბების სქემა
რაჟდენ შულაიასგან განსხვავებით, რომელიც საქმეებში ძალის გამოყენებას არ აყოვნებდა, ამერიკაში კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, არმენ ღაზარიანი (Pzo) დამკვიდრდა და ფსონი ჭკვიანურ გაყალბებების სქემაზე დადო. პზო 1964 წელს ერევანში დაიბადა, მოგვიანებით ის ადილობრივი, კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერი გახდა. იგი მოინათლა რისტოვში 1991 წელს და 1996 წლიდან მოყოლებული ღაზარიანი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. როგორც პორტალი „vesti.az“ აღნიშნავს, პზო დედ ჰასანის კლანის მხარდამჭერია და მრავალმილიონიანი ქურდობის ორგანიზებაში ფიგურირებდა, რომელიც ფედერალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამასთან იყო დაკავშირებული და 65 წელს გადაცილებული მოხუცების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ითვალისწინებდა.
დიდი გაყალბებების სქემა შემდეგნაირია: თავდამსხმელები იპარავდნენ სამედიცინო პერსონალის და დაზღვევული ხანდაზმული მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხსნიდნენ ფიქტიურ კლინიკებს. ისინი ხანდახან უძრავ ქონებასაც ქირაობდნენ და კომპანიის საფოსტო ყუთებსაც არეგისტრირებდნენ. ამის შემდეგ სადაზღვეო კომპანია ვალდებული იყო ეთანამშრომლა ყალბ კლინიკასთან, სადაც ნამდვილი ექიმები იყვნენ დარეგისტრირებულნი და რომელთა პერსონალური ინფორმაცია მოპარული იყო დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, ფედერალური პროგრამა კი ურიცხავდა ფულს თაღლითებს ურიცხავდა, რომლებიც მაშინვე უკან აბრუნებდნენ დაბანდებულ ფულს. პორტალ „vesti.az“ -ის მიხედვით, ორ თანამზრახველთან ერთად, პზომ ორგანიზება გაუწია თაღლითურ სქემას რომელშიც 25 შტატის 118 კლინკია ფიგურირებდა და რომლის დროსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამამ დაახლოვებით 163 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. ფედერალურმა პროგრამამ კი დამატებით 50 მილიონი აშშ დოლარს დანაკლისი ნახა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მოპარული თანხის ნაწილი დედ ჰასანის კლანს, საერთო ფონდში გადაირიცხა.
FBI-ის აგენტებმა საბოლოოდ გამოააშკარავეს აღნიშნული თაღლითური გეგმა, სადაც 78 ბრალდებული ფიგურირებდა. ღაზარიანს, რომელსაც აღნიშნულ დანაშაულში აქტიური მოქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ამიტომ ბრალდება მხოლოდ ბანდიტიზმში წაეყენა. შედეგად 2013 წლის თევერვალში, ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის ფედერალური სასამართლოს მიერ, პზოს მიესაჯა 37 თვიანი პატიმრობა, დაჯარიმდა 60 000 აშშ დოლარით და მოხდა მისი ქონების კონფისკაცია, მათ შორის კალიფორნიაში მდებარე 600 000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის.
აღნიშნული ბრალდებიდან გამომდინარე ყველა ღაზარიანის დაპატიმრებას ვარაუდობდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. პორტალი „vesti.az“ აღნიშნავს, რომ პზოს გათავისუფლებას აშშ-ში სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი. გარდა ამისა კანონიერი ქურდი წარმატებით გადაურჩა სომხეთში ექსტრადირებას. აღმოჩნდა, რომ ღაზარიანმა მიიღო მწვანე ბარათი როგორც აზერბაიჯანიდან ლტოლვილმა, რაც გახდა საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის რომ აღარ მომხდარიყო მისი სომხეთში გაძევება.
გულგრილი მასპინძელი
ამავდროულად, რუსი კანონიერი ქურდების ნაწილი ძირითადად ევროპაში ცხოვრობს. კანონიერი ქურდები გარკვეულწილად იზღუდებიან ამერიკის მკაცრი კანონმდებლობით. „მე არ მეგულება რომელი ქურდი რომელიც ცდილობს აშშ-ში გადასვლას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპაში კი განგსტერების ცხოვრება თავის ნებზეა მიშვებული, ესაა ცხოვრება.“ – აღწერს ვიქტორია გაფერი
აღსანიშნავია ვიაჩესლავ ივანკოვის (Yaponchik) მაგალითი, რომელმაც მოახერხა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეღწევა, სადაც ცოტახნით ცხოვრობდა კიდეც. „არსებობს მოსაზრება, რომ ივანკოვი ამერიკაში სახელმწიფო უშიშროების ინსტრუქტაჟით გადავიდა და შემდეგ დაბრუნებულ იქნა უკან, როგორც ცნობილი საბჭოთა აგენტი რუდოლფ აბელი, რომელიც დაპატიმრებული იყო ამერიკაში და მოგვიანებით მისი ექსტრადირება მოხდა საბჭოთა კავშირში.“ – ამბობს „Prime Crime“-ს რედაქტორი.
ამრიგად ივანკოვის მაგლითი წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. როგორც წესი არავინ ელოდება რუსულ კანონიერ ქურდებს და მათ ეს იციან, ამიტომ რიგ შემთხვევებში ეშმაკურად მაინც გადადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
regresearch.ge