EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ინდოელმა ცოლს ჯადოქარი უწოდა და დაშორდა »
კატეგორია: უცნაურიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-25 20:48:05
ინდოეთში ქმარმა ცოლს, რომელსაც უიშვიათესი დაავადება აქვს, რის გამოც ტირილის დროს სისხლი მოსდის თვალებიდან, ჯადოქარი უწოდა და მიატოვა.
ინდოეთის შტატ ბიხარის ქალაქ სახარსას მცხოვრები გიტა გემატიდროზითაა დაავადებული, რის გამოც მას თვალებიდან ნერვული დაძაბულობისას სისხლის დენა ეწყება. 21 წლის გოგონამ აღიარა, რომ სწორედ ეს გახდა მისი ქმართან დაშორების მიზეზი, რომელმაც „ჯადოქართან“ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ ისურვა. გიტას მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილის დაავადება პროგრესირებს და სისხლი ახლა უკვე მას სხეულის სხვა ნაწილებიდანაც გამოსდის.
ამავე დროს ადგილობრივი ექიმი აცხადებს, რომ გოგონას ნორმალური წნევა აქვს და არც სისხლის შედედების პრობლემა აწუხებს.
გემატიდროზი უიშვიათესი დაავადებაა; კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სულ 30 ასეთი შემთხვევაა ცნობილი