EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტუმარმა მომავლიდან სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გაიარა »
კატეგორია: უცნაურიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-25 21:14:02
ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს „დროში მოგზაურს“ უწოდებს, სიცრუის დეტექტორზე გაიარა შემოწმება. მისი დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნდა იუთუბიზე სპეციალურ არხზე, რომელიც პარანორმალურ მოვლენებს ეძღვნება.
მამაკაცმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და ფსევდონიმად სახელი ნოი აიღო, განაცხადა, რომ 2030 წლიდან არის მოსული. მისი თქმით, ის 50 წლისაა, თუმცა ორჯერ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვინაიდან „საიდუმლო წამალი მიიღო“. ის წინასწარმეტყველებს, რომ კაცობრიობა მარსზე ელექტრომობილებით უკვე 2028 წელს გაემგზავრება, იმავდროულად ოფიციალურად გაიცემა დროში მოგზაურობის ნებართვაც. მამაკაცი ირწმუნება, რომ მეცნიერებმა დროში გადაადგილება ჯერ კიდევ 15 წლის წინ ისწავლეს, თუმცა მას საიდუმლოდ ინახავენ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეორე ვადითაც აირჩევენ. ამავე დროს მან ამის დამადასტურებელი საბუთის მოყვანაზე უარი განაცხადა, რათა „დროის პარადოქსი არ გამოიწვიოს“. ნოის პროგნოზით, რობოტები ყველა სფეროში გავრცელდებიან და თავად დაიწყებენ მეურნეობის გაძღოლას, ხოლო კიბოს ბევრი ფორმის განკურნება მოხერხდება.