EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-25 21:23:55

ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

Meatballs

ფარში:
 
გატარებული ხორცი (ნაკლებადცხიმიანი) – 800 გრ
კვერცხი – 1 ც
ქინძი – 1 პატარა კონა
რეჰანი – 3 ტოტი (უხეში ღერების გარეშე)
მწვანე ხახვი – 3 ცალი
ნიორი – 1 კბილი
მწარე წითელი წიწაკა, დაფქული – ½ ჩაის კოვზი
მუსკატის კაკალი – ½ ჩაის კოვზი
შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით
 
მომზადება:
 
გატარებულ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მწვანე ხახვი და რეჰანი, 1 მთლიანი კვერცხი, სუნელები, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად შეურიეთ ერთმანეთში. ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუსზე, საცხობ დაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ხორცის პატარა გუნდები და გარედან მოაცერით პურის ფქვილი.
 
გამოაცხვეთ 15-20 წუთი, სანამ გარედან არ მოიბრაწება (ცხობის დრო დამოკიდებულია ბურთების ზომაზე).
 
სანამ ბურთულები გამოცხვება, მოამზადეთ მაწვნის სოუსი: ცივ მაწონს (400 მლ) შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი (1 ც) და 3 ღერი კამა. შეაზავეთ მარილით.
 
ხორცის ბურთულები მიირთვით ცხლად ცივ სოუსთან ერთად.