EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიუჯეტის შევსების ახალი ხერხი – წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 500-დან 1000 ლარამდე გაიზრდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-27 23:09:05

ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის შევსების ახალი ხერხი – წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 500-დან 1000 ლარამდე გაიზრდება
ბიუჯეტის შევსების ახალი ხერხი
წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.
 
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
 
ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
 
კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მასზე მომხსენებლად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არის დანიშნული.