EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „მკვდარი არ გეგონოთ, საფლავში ცოცხალი ვიქნები“ - მამა გაბრიელი »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2018-02-27 23:15:16
სალოსი ბერის, მამა გაბრიელის ანდერძში ვკითხულობთ:
„მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...
თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ!..
საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან - „აი, მორჩა!'' - მაშინ განათდება და გაბრწყინდება!
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...
უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ - დედამიწაზე - მადლის მიხედვით, იერუსალიმის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილი სვეტიცხოველია, მას შემდეგ სამთავროს მონასტერი!..
წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება! საქართველო აღდგება ისე, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს!
ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში. უამრავი მორწმუნე მოიყრის თავს საქართველოში. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე. ეს არის ბოლო!..
სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს...
მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს კი უფალი ისეთ სასწაულს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს ეყოფათ საკვებად. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს მას და პურად გექნებათ...
ყველა ვერ გადარჩება, ვერც მე შევიწყალებ, ვერც უფალი, შენი თავი თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია!
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს.
ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება. სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია!
გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება.
ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!"