EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის ლიდერია »
კატეგორია: სპორტიავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-02-28 15:42:35
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშიროსო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში -100 კგ წონითი კატეგორიის ლიდერად მოგვევლინა.
ნაკრების კაპიტანმა გასულ უქმეებზე, გერმანულ დიუსელდორფში გამართულ წლის რიგით მეორე გრან-სლემზე პირად ყულაბაში ოქროს მედალთან ერთად, 1000 სარეიტინგო ქულაც ჩააჩხრიალა და ამ მაჩვენებლით აწ უკვე ექსპირველადგილოსან ჰოლანდიელ მაიკლ კორელს 39 ქულით გადაასწრო.
სამწუხაროდ ლიდერობა დაკარგა -90 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა. ევროპის პრიზიორი, რომელიც პარიზული გრან-სლემის დასრულების შემდეგ წონის ლიდერად მოგვევლინა, ამჯერად მეორე ადგილზე ჩამოექვეითდა. პირველ ადგილზე კი კვლავ სერბთა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ალექსანდრ კუკოლმა გადაინაცვლა.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ ფალავნებს:
ამირან პაპინაშვილი – მე-5, ლუხუმ ჩხვიმიანი – მე-17 (ორთავე -60)
ვაჟა მარგველაშვილი (-66) მე-3
ლაშა შავდათუაშვილი – მე-5, ლაშა გიუნაშვილი – 26-ე (ორთავე -73)
ზებედა რეხვიაშვილი – მე-14, ნუგზარ ტატალაშვილი – 59-ე, თამაზ კირაკოზაშვილი – 55-ე (სამთავე -81)
ბექა ღვინიაშვილი – მე-2, უშანგი მარგიანი – მე-11 (ორთავე -90)
ლაშა ტაველური (-100) 65-ე
გურამ თუშიშვილი – მე-2, ლევან მატიაშვილი – 22-ე, ადამ ოქრუაშვილი – მე-18 (სამთავე +100)
რეიტინგი სრულად – https://judobase.ijf.org/#/wrl/m