EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ესპანეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ხანშიშესული და დემენციით დაავადებული ადამიანებს ძარცვავდა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-28 15:50:22

ესპანეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ხანშიშესული და დემენციით დაავადებული ადამიანებს ძარცვავდა

ქართველების დაჯგუფება დააკავეს

ესპანეთში დააკავეს ქართველებისა და ესპანელებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ხანშიშესულ და დემენციით დაავადებულ ადამიანებს ძარცვავდა.
 
 
 
თაღლითების დაკავების შესახებ ინფორმაციას ბარსელონას პოლიცია ავრცელებს.
 
 
 
დამნაშავეები სპეციალურად ირჩევდნენ მოხუც, დემენციით დაავადებულ ადამიანებს, ყალბ დოკუმენტებს წარუდგენდნენ და სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს. და სანამ ერთ–ერთი მათგანი დაზარალებულებს ართობდა, სხვებს სახლიდან ძვირფასი ნივთები გაჰქონდათ.
 
 
აღსანიშნავია, რომ ამ გეგმით დამნაშავეებმა 20–ზე მეტი სახლი გაძარცვეს.
 
 
 
დაჯგუფების წევრებს შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალია.
 
 
 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ქართვლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკის ზრდას ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირებს და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოხდეს.
 
 
agora.ge