EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოჯუ-რიუ - ოკინავური კარატე »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-28 21:02:11

გოჯუ-რიუ - ოკინავური კარატე

Goju Ryu Martial Arts

გოჯუ-რიუ (剛柔流; იაპონურად "ძლიერი და რბილი სტილი") — ერთ-ერთი უმთავრესი ოკინავური კარატეს სტილია, რომელიც მოიცავს ძლიერი და რბილი ტექნიკის შერწყმას. ძლიერი და რბილი პრინციპი სათავეს იღებს ცნობილი საბრძოლო ხელოვნების წიგნიდან სახელწოდებით ბუბიში (ჩინურად: ვუ ბეი ჯი), რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ოკინაველ ოსტატებს შორის IX-XX საუკუნეებში. გო რაც ძლიერს ნიშნავს მოიცავს დახურული ხელის ტექნიკას ან პირდაპირ გამართულ სწორხაზოვან თავდასხმას, ჯიუ - რბილი, მოიცავს ღია ხელის ტექნიკას და ცირკულარულ წრიულ მოქმედებას. გოჯუ-რიუს სასწავლო პროცესში შედის როგორც სწორხაზოვანი მოქმებება ასევე ცირკულარული ილეთები როგორიცაა ბლოკები, მოწინააღმდეგის გაკონტროლება, მიწოლა, გადაგორება, დაგდება და ა.შ.
 
დიდი ყურადღება ეთმობა სწორ სუნთქვას ყველა კატაში განსაკუთრებით კი სანჩინ-კატაში, რომელიც ამ სტილის ორი საბაზო კატიდან ერთია. მეორე კატა ტენშო ასწავლის ამ სისტემის რბილ–ჯუ სტილს. გოჯუ–რიუ იყენებს ადამიანის შინაგან ენერგეტიკას ახლო მანძილიდან ბრძოლის წარმოებისთვის და ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ვიწრო და ჩეკეტილ სივრცეებში როგორიცა ტრანსპორტი, ლიფტი ან ხალხმრავალი ადგილები.