EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჰაპკიდო - კორეული ეროვნული საბრძოლო ხელოვნება »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2018-03-01 15:31:52
ჰაპკიდო - ეს კორეული ეროვნული საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც შეიქმნა 2 ათას წელზე მეტი ხნის წინათ დან ჰუნის მმართველობის დროს. ყოველი იმ დროში შექმნილი სკოლა გადმოცემდა ისტორიას თავისი შეხედულებების თანახმად, ყველა ეს სკოლების ინტერპრეტაციები მოგვიანებით თავმოყრილი იყო კორეის ჰაპკიდოს ფედერაციის მიერ, მაგრამ მაშინვე ჰაპკიდოს ისტორიის გამოქვეყნება შეუძლებელი იყო.
როგორც საბრძოლო ხელოვნების სახეობა ჰაპკიდო შეიქმნა კოგურიოს, პეკჩეს და სილას ერაში, სახელწოდებით
სამი სამფოს ერა. მოგვიანებით სამი სამეფოს გაერთიანებამ წარმოშვა სახელმწიფო კორიო. მაგრამ როდესაც დადგა გახლეჩვის პერიოდი, პეკჩე და სილა იქცა იაპონიის კოლონიების ნაწილად, კოგურიო კი დაექვემდებარა ჩინეთის პოლიტიკურ შეხედულებებს.
პეკჩეს დინასტიის მმართველობისას ჰაპკიდო გამოიყენებოდა იმპერატორის დაცვის შესასწავლად, ასევე ჰაპკიდოს სწავლობდნენ მდიდართა კლანები და სახელმწიფო მოხელეები.
კამაძულას მართვის პერიოდში, და სწორედ ამ პერიოდში დასრულდა საბოლოო შემოერთება იაპონიასთან, ამომავალი მზის ქვეყანაში დასახლდა გამოჩენილი მეომარი სამ რანგი, რომელსაც ვონ ილ კვანს უძახოდნენ, და რომელმაც დაირქვა სახელი ტაკედა, მოგვიანებით ის ტაკედა სოკაკუს სახელით გახდა ცნობილი. მოიარა რა მთელი იაპონია ღირსეული მეტოქის ძებნაში, ტაკედა სოკაკუ ხვდებოდა საბრძოლო ხელოვნებათა მრავალ გამოჩენილ ოსტატს. მალე ის გამოაცხადეს, როგორც იაპონურ საბრძოლო ხელოვნებათა მთავარი ოსტატი. მოგვიანებით მან დააარსა საბრძოლო ხელოვნებათა სკოლა სახელწოდებით დაიტო რიუ აიკიჯიუჯიცუ (Daito-Ryu Aikijujitsu). ეს სკოლა ბევრმა გაიარა, მაგრამ ჩოი იონგ სოლი, მიღებული ამ სკოლაში 9 წლის ასაკიდან და რომელმაც მომავალში შეიცვალა სახელი იაპონურ იოსიდა-ზე, გახდა ამ სკოლის მთავარი მოსწავლე.
მრავალი წლის განმავლობაში ხალხის დიდი რაოდენობა მოდიოდა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად ოსტატ ტაკედასთან. ოსტატ ტაკედასთან სწავლობდა მორიჰეი უესიბაც, რომელიც მოგვიანებით გახდა დამფუძნებელი საბრძოლო ხელოვნებათა ერთერთი სტილის სახელწოდებით - აიკიდო. შეისწავლა რა სხვადასხვა ტექნიკა, კერძოდ "მოძრაობები და წრიულები", მორიჰეი უესიბას მოუწია ამომავალი მზის ქვეყნის დატოვება, რომ მიჰყოლოდა თავის სულიერ რელიგიას. მალე ჩოი იონგ სოლი გახდა ოსტატ ტაკედას დამხმარე და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სწავლებაში და დაიტო რიუს სკოლის დემონსტრაციაში. იმპერატორმა მოუხმო ოსტატს და მის მსახურს, რათა მათ მოემზადებინათ ომისთვის იმპერიის შეიარაღებული ძალები. იმ დროს, როდესაც იაპონია ერთი მეორეზე აგებდა ბრძოლებს და ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, ოსტატი ტაკედა სოკაკუ შიმშილისგან გარდაიცვალა. მაგრამ სიკვდილის წინ, ეშინოდა რა რომ ჩოის მოკლავდნენ ბრძოლაში, მან ანდერძი დაუტოვა თავის ერთგულ მოსწავლეს, დაბრუნებულიყო სამშობლოში კორეაში. კორეაში დაბრუნებისას ჩოი იონგ სოლი დაფუძნდა ტეგუში.
hapkido მოგვიანებით, 1943 წელს ჩოი იონგ სოლმა დაიწყო თავისი საბრძოლო ხელოვნების სწავლება, რომელსაც დაერქვა სახელი იავარა, რაც შემდგომსი შეიცვალა სახელით იუ სულ, რაც ნიშნავს "რბილ ხელოვნებას". თავისი სწავლების მიმდინარეობისას ჩოის საბრძოლო ხელოვნებამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი (ჰაპ კი იუ სულ, ჰაპ კი იუ კვონ სულ). 1956 წელს მოსწავლე ჯი ჰან ჯემ შესთავაზა თავის მასწავლებელს ჩოი იონგ სოლს შეეცვალათ საბრძოლო ხელოვნების სახელი უფრო მოკლე და ჟღერადი სახელით. მიიღო რა თანხმობა, ჯი ხან ჯემ მიანიჭა მას სახელწოდება ჰაპკიდო, ასევე დააარსა ორგანიზაცია სახელწოდებით დეჰან ჰაპკიდო ჰე. მოგვიანებით ჯი ჰან ჯე მოწვეული იქნა კორეის პრეზიდენტის მიერ რათა ესწავლებინა ჰაპკიდო მისი დაცვისთვის და კორეის დაზვერვის სამსახურისთვის, ხოლო ვიეტნამის ომის დროს 1964 წელს ჯი ჰან ჯე დაინიშნა კორეის შეიარაღებული ძალების და ამერიკის სპეცდანიძნულების რაზმების ინსტრუქტორად.
წესები
სანამ დაიწყებდეთ საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშს, საჭიროა ფხიზლად აწონოთ რა გსურთ თქვენ ამა თუ იმ საბრძოლო ხელოვნებისგან. თუ თქვენ გსურთ მთები გადააბრუნოთ, გახდეთ მსოფლიო ან ოლიმპიური ჩემპიონი, ამისთვის ჰაპკიდო არ გამოგადგებათ. თუ თქვენ უბრალოდ გინდათ ისწავლოთ როგორ გაუმკლავდეთ ქუჩის ხულიგნებს, მაშინ თქვენ ეჭვსგარეშე გჭირდებათ ისწავლოთ ჰაპკიდო. ჰაპკიდო ეს ხელოვნებაა, რომელმაც დაიმკვიდრა თავი, როგორც თავდაცვის უნარიანი. ამ საბრძოლო ხელოვნებამ არ გასვარა თავისი ისტორიული წყაროები რაღაც შეზღუდვებით, როგორც, მაგალითად სპორტულმა კარატემ. ჰაპკიდოში არასდროს არ შემოუღიათ აკრძალვები რაიმე სტილისთვის, მოძრაობისთვის ან კომბინაციისთვის, შესაბამისად ამან მისცა შანსი მხოლოდ პროგრესირებისთვის, სრულყოფილებისთვის და ამასთან დარჩენილიყო ერთგული იმ საფუძვლებისა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ჰაპკიდო პოზიციუნირებს მსოფლიოში უპირველეს ყოვლისა მოცულობით თავდაცვის სისტემას, რადგან თვით ხელოვნება შეიცავს ბრძოლის წარმოების სხვადასხვა სტილს. ზოგიერთ პრინციპებს ჰაპკიდო იღებს აიკიდოსგან. ძირითად პირობად ბრძოლის წარმოებისა ჰაპკიდოში არის მუდმივი მოძრაობა, მოძრაობა რკალზე სისწორის გარეშე და მოქნილი გონება, რაც აგრესიაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ჰაპკიდოს მებრძოლებს შეუძლიათ თავდაცვისას შეუტიონ და შეტევისას თავი დაიცვან. ეს სტილი არც ხისტია და არც დამთმობი, ის საშუალებას იძლევა მიესადაგოს მოწინააღმდეგის მოქმედებებს. მებრძოლის აზრი მიმართულია შემტევის ენერგიის შთანთქმაზე, რაზეც არის დამოკიდებული სტილი, იქნება თუ არა ტაქტიკა რბილი, რომ აისხლიტოს დარტყმები, თუ ხისტი, რომ შეუტიოს. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტკივილი აჩერებს ადამიანის შიდა დინებებს, რის შედეგადაც ადამიანი ჩერდება და იხევს უკან.
hapkido1 ეს საბრძოლო ხელოვნება ზუსტად უხდება თავზარდამცემ შეტევას დანით ქუჩაში, ასევე ნებისმიერ დაჭერებს და გვერდიდან ფარულ შეტევებს. ჰაპკიდო ეს საოცრად ფართო ხელოვნებაა, რომელიც ფლობს მრავალ მოძრაობას, საიდანაც გაგრძელებას იღებენ სხვა დანარჩენი მოძრაობები. მიღებულია, რომ სულ საბაზო მოძრაობები არის 270, ხოლო მათგან გამომდინარე დაახლოებით 3,5 ათასი, ანუ კომბინაციების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება გამოიყენო, უბრალოდ განუზომელია. აქედან გამომდინარე ჰაპკიდო ითვალისწინებს თავდაცვას არა მხოლოდ ერთი ადამიანის შეტევისგან, არამედ რამდენიმესგან ერთდროულად. ჰაპკიდო ვერანაირად ვერ შემოინახებოდა ამ სახით, შეზღუდვებს რომ დაქვემდებარებოდა. სხვა საბრძოლო ხელოვნებათა წარმომადგენელთა უმრავლესობას აქვს დიდი სუსტი მხარე, რადგან ისინი მიმართული არიან მხოლოდ აგრესიაზე და შეტევაზე, უმალ ისინი დამარცხებულნი იქნებიან დანით ან ბოთლით, ვიდრე ილეთის გაკეთებას მოახერხებენ. აღსანიშნავია რომ თქვენს წინსვლასთან ერთად აიკიდოში ან ჰაპკიდოში, თქვენ სულ უფრო და უფრო შეადარებთ მათ ძიუდოს ან კარატეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ და თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ თქვენი თვალით იმაში, რომ მეორეები ძალიან და ბევრ რამეში აგებენ პირველებთან.
რადგანაც ოფიციალურად ჰაპკიდოს წესები არ არსებობს, აქ ჩვენ აღვწერთ ჰაპკიდოს სულიერ წესებს. ჰაპკიდოს დიდ ნაწილს იკავებს სულიერი ძალის სრულყოფა და მენტალური ენერგია, ხოლო ფიზიკური ტექნიკა ეს მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია. რომ მიაღწიოთ სულიერ ძალას ან მენტალურ ენერგიას, აუცილებელია შესრულდეს რიგი უბრალო და გასაგები პრინციპებისა და წესებისა. თუ რეგულარულად მიჰყვებიან ამ წესებს, ჰაპკიდოს პრაქტიკოსებს შეუძლიათ ბევრ რამეში შეცვალონ საკუთარი ცხოვრება.
საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოთი დაკავებულმა ადამიანმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ენერგია - ეს არის მისი გარემომცველი ბუნება.
ასევე მოკრიბოს მიწისა და ცის ენერგია საკუთარ სხეულში.
აქდან გამომდინარე საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოთი დაკავებულმა ადამიანმა უნდა განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული შესაძლებლობანი.
ბუნების ენერგია ბრძოლის დროს გამოყენებული უნდა იქნეს ყველა მიმართულებით.
თავდაცვა არსებობს მხოლოდ მათთვის, ვინც ჰაპკიდოში ვარჯიშობს.
ადამიანი რომელიც ვარჯიშობს ჰაპკიდოში, ამავე ზომით უნდა ზრუნავდეს თავისი ქვეყნის აყვავებაზე, ასევე მთელი კაცობრიობის.
საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოს მიმდევრებმა უნდა პატივი სცენ საზოგადოებრივ მორალს და წესრიგს.
ჰაპკიდოს პრაქტიკოსი უნდა იყოს თავდაჭერილი საკუთარ ქცევაში და უნდა პატივი სცეს სხვა ადამიანს.
საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოში ვარჯისისას ისწრაფეთ რაც შეიძლება უკეთესად შეასრულოდ ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ.
საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოში ვარჯისისას შენ ვალდებული ხარ პატივი სცე სხვა საბრძოლო ხელოვნებებსაც.
განვითარების ფიზიკური ზღვარი გააჩნია ნებისმიერ ადამიანს. და ადრე თუ გვიან მხოლოდ ფიზიკური ტექნიკისა და ვარჯიშების პრაქტიკისას ის მიიღწევა. ხოლო ასაკის მატებასთან ფიზიკური ზღვარი მოიკლებს და პროგრესი სწავლებაში არა მხოლოდ მოიკლებს, არამედ გაჩერდება.
შესაძლებელია გადაილახოს ნებისმიერი ფიზიკური და ასაკობრივი შეზღუდვა, მხოლოდ თუ გააერთიანებთ ფიზიკურ, მენტალურ და ასევე სულიერ სწავლებას. საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოს 10 წესმა გააერთიანა ერთად სხვადასხვა მომზადებათა ასპექტები. ერთი რომელიმე წესის არშესრულებით თქვენ ასუსტებთ თქვენი მომზადების ყველა მოქმედებას. ერთნაირად საჭიროა კორეის ეროვნულ საბრძოლო ხელოვნება ჰაპკიდოში მენტალობა, სული და სხეული. ყოველი წესი - ეს ჯაჭვური კავშირია. რომელიმე მათგანის დარღვევით თქვენ დაასუსტებთ ამ ჯაჭვს. რათა ისწრაფვოდეთ თვითსრულყოფილებისაკენ, აუცილებელია ყველა წესის სრულად შესრულება.
ბადრი ნოზაძე