EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უხვი მოსავლი ზედმეტი ხარჯის გარეშე - ბუნებრივი სასუქი »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-03-06 17:58:28

უხვი მოსავლი ზედმეტი ხარჯის გარეშე - ბუნებრივი სასუქი

თქვენი-ბაღი

ზოგიერთი საკვები პროდუქტის ნარჩენებს, რომელსაც უბრალოდ ვყრით, გააჩნიათ მოსავლიანობის ამაღლების უნარი არანაკლებ, ვიდრე ქიმიურ სასუქებს და დანამატებს!
გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
 
1. ყავის ნალექი, რომელიც მოხმარების შემდეგ გრჩებათ:
- მჟავე ნიადაგის მოყარულ ყავილებთან (ვარდი, იელი(როდოდენდრონი) ..) სასუქად შეტანის შემდეგ ყვავილები იძენენ უფრო მკვეთრ ელფერს და არომატს;
- დააყენეთ 1 ჭიქა ნალექი 10 ლიტრ წყალზე 1 დღე-ღამის განმავლობაში. მორწყეთ სტაფილო, პომიდორი, ნესვი..
- თუ გამოიყენებთ მულჩად, დაიცავს ნიადაგს სარეველებისაგან და გამოშრობისაგან;
- თუ გამომშრალ ნალექს გადაურევთ სტაფილოსა და ბოლოკის თესლს დათესვის წინ- გააორმაგებთ მოსავალს!
 
2. კვერცხის ნაჭუჭი- კალციუმის, კალიუმის და ფოსფორის წყარო:
- გარეცხეთ, გააშრეთ 1-2 დღე და დაფხვენით, შეგიძლიათ ფეხითაც დასრისოთ;
- მოაფრქვიეთ მცენარეებს ძირებში და გარშემო. კვების გარდა, იგი დაიცავს მცენარეებს ლოქორებისაგან და ლოკოკინებისაგანაც.
 
3. თევზის ნარჩენები შეიცავს აზოტს, ფოსფორს კალიუმს:
- თევზის ქერცლი, ხრტილი, ხერხემალი, ფხა, თავი, ფარფლები, კუდი- შეაშრეთ (შეგიძლიათ ნედლედაც), დააქუცმაცეთ;
- ჩაფალით პირდაპირ მცენარის ძირში -შესანიშნავი სასუქია, განსაკუთრებით ვარდებისათვის.
 
4. საფუვრიანი პური, ან უშუალოდ საფუარი- ეს არის ფესვთა სისტემის წარმოქმნის და შესაბამისად მცენარის აქტიური ზრდის და ჯანმრთელობის სტიმულატორი. ფესვთა სისტემას აყალიბებს 10-12 დღეში, მცენარე იზრდება ძლიერი. საკვებად შეგიძლიათ მისცეთ თითქმის ყველაფერს, განსაკუთრებით უყვართ იორდასალამს (პიონი), მარწყვს, ხენდროს და ბოსტნეულს:
- 100 გრამი საფუარი ან 200 გრამი საფუვრიანი პური(ან ორცხობილა) დააყენეთ 10 ლიტრ წყალზე 1 დღე-ღამის განმავლობაში, მორწყეთ მცენარეები;
- მცენარეთა კვება ამ საშუალებით გამართლებულია ასევე ნაცრის შეტანასთან ერთად, რაც შეავსებს კალციუმის ნაკლებობას.
 
5. ჩაის ნარჩენი- შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რაც არ გააჩნია წყალს:
- დაასხით ფერის დაყენებისას მორჩენილ 1 ჭიქა ჩაის 10 ლიტრი წყალი და დატოვეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში, მორწყეთ მცენარეები;
- ასეე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაისგან მორჩენილი ნაყენი ოთახის მცენარეებისთვის და ბოსტნეული კულტურებისთვისაც.
 
6. ხახვის ფურცელით (ფუჩეჩი) შეგიძლიათ კვებოთ ყველა მცენარე, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ყვითლდებიან და ჭკნდებიან.
- დაქუცმაცებული ფურცელი ჩაფალით მცენარეების ძირში დარგვისას;
- დაასხით 1 ჭიქა ფურცელს 10 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დააყენეთ 2-3 საათით. გადაწურეთ.. მორწყეთ მცენარეები.. შეფიძლიათ შეასხუროთ ფოთლებზეც. კარგია განსაკუთრებით პომიდოროსთვის, წიწაკისთვის, სტაფილოსთვის, ყაბაყისთის, კიტრისთვის და გოგრისთვის;
- 4 ჭიქა ხახვის ფურცელი დააყენეთ 2 ლიტრ ცხელ წყალზე, დატოვეთ 2 დღით, გადაწურეთ, დაასხით 4 ლიტრი წყალი და მორწყეთ მცენარეები. იცავს მრავალი მავნებლებისაგან, მათ შორის ნაცრისაგან და კოლორადოს ხიჭოსაგან.
 
7. კარტოფილის ნაფცქვენები მდიდარია სახამებლით
- ჩაფალით მოცხარის ბუჩქის ქვეშ და გარშემო. გამწმენდი და ორგანული სასუქია კიტრისთვის, ყაბაყისთვის, პატისონისთვის, კომბოსტოსთვის და ხახვისთვის;
- მოარიდეთ პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს და სხვა კულტურებს, რომელთაც კარტოფლთან მიმართებაში საერთო დაავადებები და მტრები ყავთ!
 
შეგიძლიათ ყვლაფერი გამოიყენოთ ოთახის მცენარეებისთვისაც!